ახალქალაქის ბიუჯეტის პროექტში ცვლილებები იგეგმება

ახალქალაქის საკრებულო 2018 წლის ბიუჯეტს განიხილავს. დაგეგმილია მცირე პროექტების ნაცვლად, რამდენიმე მსხვილი დაფინანსდეს.

2018 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის პროექტის წინასწარი განხილვები ცალკე სფეროების მიხედვით საკრებულოს მუდმივი კომიტეტის სხდომებზე დაიწყო. განხილვები დეკემბრის შუა რიცხვებამდე გაგრძელდება.

პიველი განხილვებზე, მუდმივმა კომიტეტებმა დეტალურად განიხილეს საკრებულოსა და გამგეობისთვის განკუთვნილი ხარჯები.

„ახლა ჩვენ განვილიხალთ მექანიზმს, რომელიც შესაძლებლობას მოგვცემს შევამოწმოთ საკრებულოს ბიუჯეტიდან გახარჯული თანხების მიზნობრიობა“ ,- აღნიშნა ახალქალაქის საკრებულოს თავმჯდომარემ ნაირი ირიციანმა.

ფინანსებთან დაკავშირებული განხილვები ამ დროისთვის საკრებულოსა და გამგეობის თანამშრომლების სატელეფონო და ტრანსპორტისთვის გათვალისწინებულ ხარჯებს ეხება.

jnews.ge

Leave a Reply