ჩავუშოღლუ: თურქეთი ნაბიჯებს გადადგამს ყარაბაღის კონფლიქტის მოგვარებისთვის

თურქეთი მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის მოგვარებისა და “აზერბაიჯანის ოკუპირებული ტერიტორიების” გათავისუფლებისათვის ნაბიჯებს გადადგამს, ამის შესახებ თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუთ ჩავუშოღლუმ აზერბაიჯანელ კოლეგასთან შეხვედრაზე განაცხადა.

ჩავუშოღლუმ აღნიშნა, რომ თურქეთისა და აზერბაიჯანის პრეზიდენტები ამ საკითხთან დაკავშირებით მუდმივ კონტაქტზე არიან.

“მანამდე, თურქეთის პრეზიდენტმა ერდოღანმა რუსეთის პრეზიდენტთან შეხვედრისას განაცხადა, რომ მოსკოვის სურვილის შემთხვევაში, ეს საკითხი მოგვარდება და ანკარა მხარს დაუჭერს ამ ინიციატივას. გუშინ შევხვდი მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეებს და მოვუწოდე მათ უფრო აქტიურები, გადამწყვეტი და გულწრფელები იყვნენ”, – განაცხადა თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრმა თავის მხრივ განაცხადა, რომ ის 6 დეკემბერს, ვენაში ეუთოს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეებს და სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდება.

“ჩვენ ყოველთვის ვამბობთ, რომ მოლაპარაკებები ლოგიკური და მნიშვნელოვანი უნდა იყოს”, – განაცხადა ელმარ მამედიაროვმა.

Leave a Reply