ახალციხე-ნინოწმინდას გზის რეაბილიტაცია ოქტომბერში დასრულდება

საქართველოს საგზაო დეპარტამენტის ინფორმაციით, საერთაშორისო მნიშვნელობის ახალციხე-ნინოწმინდას (სომხეთის რესპუბლიკის საზღვარი) საავტომობილო გზაზე 14.6 კმ-იანი (კმ98-კმ112) მონაკვეთის სარეაბილიტაციო სამუშაოები აქტიურად მიმდინრეობს.

სარეაბილიტაციო მონაკვეთი სოფლებს, გორელოვკას და ჟდანოვს გაივლის და საქართველო-სომხეთის საზღვართან სრულდება.

საქართველოს საგზაო დეპარტამენტის ინფორმაციით, ახალციხე-ნინოწმინდას გზის გამართულად ფუნქციონირებას დიდი მნიშვნელობა აქვს სოციალურ-ეკონომიკური თვალსაზრისით, აღნიშნული გზით სარგებლობენ როგორც ადგილობრივი მოსახლეობა და სომხეთის მიმართულებით მოძრავი ავტომანქანები, ასევე ხორციელდება საზტრანზიტო გადაზიდვები.

„ახალციხე-ნინოწმინდას გზაზე სამუშაოები ბოლო 10 წელია არ ჩატარებულა. არსებული საფარი ძლიერ დაზიანებულია, არის მონაკვეთები სადაც საერთოდ აღარ არსებობს ასფალტის საფარი და ავტოტრანსპორტის გადაადგილება ხრეშოვან-ღორღოვან საფარზე ხდება. არსებული მდგომარეობა მნიშვნელოვნად აფერხებს ავტოტარნსპორტის გადაადგილებას. პრობლემის მოსაგვარებლად, პროექტის შესაბამისად, დაგეგემილია არსებული დაზიანებული გზის სრული რეაბილიტაცია. გაფარდოვდება არსებული გზის სიგანე, რეაბილიტირდება 3 რკინაბეტონის ხიდი და წყალგამტარი მილები. მოწყობა მოსახლეობის ეზოებში შესასვლელები და ადგილობრივ გზებთან მიერთებები. ასევე, გათვალისწინებულია საავტომობილო გზის საგზაო ნიშნებით აღჭურვა, ზღუდარების მოწყობა და გზის სავალი ნაწილის მონიშვნა“ – ნათქვამია საგზაო დეპარტამენტის ინფორმაციაში.

პროექტის დასრულება 2019 წლის ოქტომბერშია დაგეგმილი. პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება და მისი ღირებულება 13 808 673 ლარია.

სამუშაოები 2018 წლის ივლისში დაიწყო და 2 კმ-იან მონაკვეთზე დაგებულია ასფალტ-ბეტონის საფარი, ხოლო 2 კმ-იან მონაკევთზე მოწყობილია მიწის ვაკისი.

ამ დროისთვის სარეაბილიტაციო მონაკვეთზე მიწის სამუშაოები მიმდინარეობს.

საქართველოს საგზაო დეპარტამენტის ინფორმაციით, ახალციხე-ნინოწმინდას (სომხეთის რესპუბლიკის საზღვარი) საავტომობილო გზაზე, მიმდინარე წელს პროექტი მომზადდება და დაზიანებულ 5 კმ-იან მონაკვეთზე (კმ91-კმ97)სარეაბილიტაციო სამუშაოები ზაფხულში დაიწყება.