რუსეთის პრეზიდენტი და პრემიერი სომხეთს ეწვევიან

29 აპრილს, რუსეთის პრემიერ-მინისტრი დიმიტრი მედვედევი სომხეთს ეწვია. მედვედევი მონაწილეობას მიიღებს ევრაზიის ეკონომიკური თანამეგობრობის (EEU) მთავრობათაშორის საბჭოს სხდომაში.

„ჩვენი ხალხები და სახელმწიფოთა ლიდერები სრულად აცნობიერებენ, რომ ძმური და მჭიდრო მოკავშირული ურთიერთობები სრულად აკმაყოფილებს ჩვენს ხალხთა ინტერესებს. ველოდებით დიმიტრი მედვედევს ერევანში ვიზიტს, რომლის ფარგლებშიც ის მონაწილეობას მიიღებს ევროპის საბჭოს სხდომაში“, – განაცხადაა ერევანში სომხურ-რუსული მეგობრობის ხეივნის გახსნისას სომხეთში რუსეთის ელჩმა სერგეი კოპრიკინმა.

თავის მხრივ, სომხეთის ეროვნული ასამბლეის ვიცე-სპიკერმა ალენ სიმონიანმა აღნიშნა რომ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი 2019 წელს სომხეთსაც ეწვევა, რუსეთის ლიდერის ვიზიტისი თარიღი ჯერ დაზუსტებული არ არის.