არცახში ტურისტების რაოდენობა 41 პროცენტით გაიზარდა

2018 წლის პირველ ნახევარში არცახში ტუისტების რაოდენობა 2017 წლის იმავე პერიოდთან შედარებით 41%-ით გაიზარდა. ამის შესახებ, არცახის რესპუბლიკის კულტურის, ახალგაზრდობის საქმეთა და ტურიზმის სამინისტროს ტურიზმის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა არტაკ გრიგორიანმა განაცხადა.

“ტურისტებს ძირითადად არცახის ბუნება, ისტორიული ძეგლები და განსაკუთრებით “დადივანქის” სამონასტრო კომპლექსი აინტერესებთ”, – აცხადებს გრიგორიანი.

გრიგორიანმა აღნიშნა, რომ 2017 წელს პირველად არცახს ტურისტები ესტუმრნენ კამერუნიდან, მონღოლეთიდან, ბენინიდან და ელ-სალვადორიდან.