აზერბაიჯანმა “დაშნაკცუთიუნის” ევროპის ოფისის თავმჯდომარის დაკავებაზე ინტერპოლში განაცხადა

“სომხური რევოლუციური პარტია დაშნაკცუთიუნის” ევროპის ოფისი გამოეხმაურა აზერაიჯანის მიერ ინტერპოლში წარდგენილ განცხადებას, რომელიც  ოფისის თავმჯდომარის  გასპარ კარაპეტიანის დაკავებას ეხება. პარტიის ოფისში მიიჩნევენ, რომ ამ განცხადებას სამართლებრივი საფუძველი სრულიად არ გააჩნია და თავისთავად ინტერპოლი მის განხილვაზე უარს იტყვის.

პარტიის განცხადებაში ნათქვამია, რომ ინტერპოლს აქამდეც უთქვამს უარი აზერბაიჯანის მსგავს განცხადებებზე, რომლებსაც მხოლოდ პოლიტიკური შინაარსი აქვთ და  ალიევის ტირანული რეჟიმის საერთაშორისო საზოგადოებაზე თავს მოხვევის უშედეგო მცდელობებია.

“აზერბაიჯანის მსგავსი მოქმედებების მტავარი მიზანია პრესაში იფფასიანი ხმაური ატეხოს და ზოგადად შიშის ატმოსფერო შექმნას. ამ დღებში, როდესაც ევროპარლამენტში უნდა აღინიშნოს ყარაბაღის მოძრაობის 30 წელი, მცდელობაა მსგავსი ცილისწამებით ევროპული საზოგადოების ყურადღება მიიპყრონ,” ნათქვამია განცხადებაში.

Leave a Reply