თომას დე ვაალი: მინსკის პროცესი “ბერმუდის სამკუთხედია” სადაც კარგი იდეები ნისლში უჩინარდებიან

“მოსკოვს არასდროს არ უხელმძღვანელია ყარაბაღის კონფლიქტით, მაგარ ის ჯერაც კონფლიქტში ყველაზე მეტი ზეგავლენის მქონე საგარეო ძალაა,”- ბრიტანელი ჟურნალისტი, ექსპერტი კავკასიის საკითხებში თომას დე ვაალი carnegie.ru-თვის.

“ყარაბაღის კონფლიქტის დარეგულირების პროცესი დარჩება ” მინიმალური პროექტი” რუსეთის, აშშ-ის და საფრანგეთისთვის იმდენხანს, სანამ ამის მთავარი როლის შემსრულებლები, როგორც საშინაო ასევე საგარეო, არ გადწყვეტენ თავიანთ სტრატეგიულ პრიორიტეტებს,”  წერს დე ვაალი.

ავტორი აღნიშნავს, რომ თებერვალში სრულდება მთიანი ყარაბღის ავტონომიურ რეგიონში დაწყებული კრიზისის 30 წელი, როდესაც დაიწყო დღმდე მიმდინარე დაპირისპირება. კამათი ერთი პატარა რეგიონის სტატუსის შესახებ გადაიზარდა სახელმწიფოთაშორის დავაში.

“3 ათწლეულის განმავლობაში, ყოველშემთხვევაში , არსებობს ორი მყარი ფაქტი. ერთი მთიანი ყარაბაღის სტაუსის საკითხი, რომელიც გამოითქვა მთიანი ყარაბაღის რეგიონული საბჭოს 1988 წლის 20 თებერვალს მიღებული უპრეცედენტო რეზოლუციაში.  მეორე, ასევე აღნიშნულია 20 თებერვლის რეზოლუციის ტექსტში, რომელიც მიმართავს მოსკოვის უმაღლეს საბჭოს რეგიონი საბჭოთა აზერბაიჯანიდან საბჭოთა სომხეთს გადაეცეს. ეს კონფლიქტში მოსკოვის განსაკუთრებული როლია. 30 წელი ეს ქვეყანა სურვილის გარეშე იყო შემრიგებელი, ერთდროულად საჭირო ორივე  მხარისთვის მათი ნდობის სარგებლობის გარეშე,” აღნიშნავს მკვლევარი.

თომას დე ვაალის სიტყვებით, ორი ერისთვის ყოფილი კოლონიური ძალაუფლების მოჩვენებითი ძალის გათვალისწინებით, ბევრი სომეხისა და აზერბაიჯანელის ილუზია, რომ მოსკოვი კონფლიქტს ხელმძღვანელობს საპატიებელია, მაგრამ ეს საპატიო არაა ზოგი აღმოსავლური ანალიტიკოსის შემთხვევაში, რომელბიც პოსტ-საბჭოთა სივრცის ყველა კონფლიქტს ერთმანეთს ამსგავსებენ, მაგრამ მათი მნიშვნელოვანი განსხვავებების გამოტოვებით.

“ყარაბაღის კონფლიქტის მნიშვნელოვანი თვისება ისაა, რომ მოსკოვი ან მოსკოვიდან, რაღაც ძალები დარწმუნებით შეეცადნენ ამაზე ზეგავლენა მოეხდინათ, მაგრამ არა ძალის პოზიციიდან. კონფლიქტის სხვადასხვა წლებში სხვადასხვა რუსულ ჯგუფებს დაუცვიათ ან სომხური ან აზერბაიჯანული მხარე, ეს გრძელდება დღმდე, როდესაც სხვადასხვა ჯგუფები მხარს უჭერენ დაპირისპირებული მხარეების ინტერესს. იმ დროს, როდესაც აზერბაიჯანელებს და სომხებს 30 წლის განმავლობაში თვითონ ვერ გადაუწყვეტიათ კონფლიქტის ფორმა, როდესაც შესაძლებელი იყო უარი უთქვამთ რუსულ ჩარევაზე, მაგალითად 1994 წელს, რუსული სამშვიდობო ჯარის განთავსების უარყოფით.

ვლადიმირ პუტინის პრეზიდენტობის დროს რუსეთის კონფლიქტთან დაკავშირებული პოლიტიკა მეტად კონსერვატიული გახდა და ძირითადად, მიმართულია ორივე მხარესთან თანასწორი ურთიერთობის შენარჩუნებაზე. ამის გამო მოსკოვის პოზიცია კონფლიქტის საერთაშორისო კონტექსტში მკაფიოდ განსხვავდება ოკუპირებულ აფხაზეთში, სამხრეთ ოსეთში ან უკრაინაში არსებული პოზიციისგან. კონფლიქტში ცეცხლის შეწყვეტის შენარჩუნების და ბაქოსა და ერევანთან კარგი ურთიერთობების შენარჩუნების რუსეთის სტრატეგია ემხრობა, ასევე კონფლიქტში საერთაშორისო ჩართულობის ლოგიკას.

ისევე როგორც მოსკოვს,  ასევე ვაშინგტონს და პარიზს თვალსაჩინოდ არ სურთ პასუხისმგებლობა აიღონ ერთ კონფლიქტზე, სადაც არც თუ ისე ბევრი ადამიანი იხოცება და ტელევიზიის გადამღები ჯგუფები არ ესწრებიან, ხოლო დაპირისპირების მხარეები არც ისე არიან მიდრეკილები  თავიანთი უთანხმოებები გადაჭრან. სანამ სომხეთის, აზერბაიჯანისა და მთიანი ყარაბაღის ლიდერები უფრო დიდ მზადყოფნას არ გამოხატავენ საერთო დარეგულირების გარშემო მუშაობისთვის, დიპლომატების დიდი ნაწილი უპირატესობას მიანიჭებს თავიდან აირიდონ ამ პრობლემის პასუხისმგებლობა. ამასთან დაკავშირებით მინსკის პროცესი გახდა ბაქოს, ერევნის და მოსკოვის “ბერმუდის სამკუთხედი” (ოთხკუთხედი სტეფანაკერტის შემთხვევაში), სადაც კარგ განზრახვების, იდეების მქონე დიპლომატები უჩინარდებიან ნისლში”, წერს დე ვაალი.

“ყველა კონფლიქტი, საბოლოოდ სრულდება. იმედი ისაა, რომ  მე-4 ათწლეულში შესული ყარაბაღის კონფლიქტი დარეგულირდება მხარეების, თავიანთი სტრატეგიული პრიორიტეტების გადახედვის გზით, ამისი ალტერნატივა, სხვა შემთხვევაში, კიდევ ერთი შეტაკება  მოსკოვის ან მისი დასავლეთის პარტნიორების მხრიდან სომხების და აზერბაიჯანელების კონფლიქტის დარეგულირების დაძალბის მცდელობა, ამ სამწუხარო ისტორიის კარგი დასასრულისთვის უფრო მეტ სიცოცხლეს წაართმევს”,-წერს დე ვაალი.

Leave a Reply