განახლებული ინფორმაცია: საარჩევნო პროცესი ახალქალაქსა და მუნიციპალიტეტის სხვა სოფლებში

Jnews.ge თვალს ადევნებს საარჩევნო პროცესს ახალქალაქსა და მუნიციპალიტეტის სხვა სოფლებში.

გთავაზობთ 13:30 საათისთვის განვითარებულ მოვლენებს.

დაახლოებით 12 საათსა და 30 წუთზე სოფელ გუმბურდოს  N 69 საარჩევნო უბანთან შეკრებილი იყო ხალხის საკმაოდ დიდი რაოდენობა. მოგვიანებით, დაპირისპირება მოხდა მაცხოვრებლებს შორის. სააგენტოს ინფორმაციით, თვითმხილველების თქმით მათ უბრალოდ ვერ გაუგეს ერთმანეთს. დაპირისპირების მომენტისთვის უბანში ამომრჩეველები არ იყვნენ.

12:00 საათისთვის უბანში დარეგისტრირებულ 700 ამომრჩევლიდან მხოლოდ 88-მ მისცა ხმა. უბანთან გაჩერებული იყო 2 მანქანა, რომლებიც პლაკატებით პარტია „ქართული ოცნების“ რეკლამირებას აკეთებდნენ.

გუმბურდოს N 49 საარჩევნო უბანი შედარებით უფრო აქტიური იყო.

ერთ-ერთი მოქალაქე პასპორტის გარეშე გამოცხადდა, კომისიის წევრებმა უცნობ დამკვირვებელთან შეთანხმებით ნება მისცა მონაწილეობა მიეღო არჩევნებში პირადობის დამადასტურებელი მოწმობის გარეშე.

გუმბურდოსა და ვაჩიანი-კარწახის გზატკეცილის გზაჯვარედინზე იდგა პოლიციის ორი მანქანა.

სოფელ ვაჩიანის N25 უბანზე Jnews-ის მისვლის დროს შესვენება იყო. საარჩევნო ოთახში იყვნენ მხოლოდ კომისიის მდივანი და დამკვირვებლები. კომისიის წევრები სადილობდნენ.

კარწახის N 40 საარჩევნო უბანზე ამომრჩეველი პარტია „ქართული ოცნების“ მაისურით გამოცხადდა.

სტატია ნათარგმნია საინფორმაციო საგენტო  jnews.ge-დან.

Leave a Reply