აზერბაიჯანელები კაპანში

კაპანის გეოლოგიური მუზეუმის დირექტორის გრიშა სმბატიანის ეს სტატია გამოქვეყნებული იყო რეგიონალურ გაზეთ „სიუნიაც ერკირ“-ში. (24-25, 10 სექტემბერი, 2008 წ). აღნიშნული სტატია, რომელიც დაწერილია ისტორიული მოვლენების პატივისცემითა და გულწრფელობით, შეიძლება ეწინააღმდეგებოდეს დღის ნარატიულ მიდგომას და იყოს აღქმული, როგორც ძლიერი დარტყმა ბრიტანელი ავტორის თომას დე ვალისა და აზერბაიჯანელი მკვლევარის  არიფ იუნუსოვის თეორიულ ცრუ მიდგომაზე ქვემოთ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით. ლაპარაკია სუმგაითის სომხური დარბევის წინ კაპანიდან აზერბაიჯანელების ‘ვითომ’ გამოსახლების შესახება.მეზობლებს არ ირჩევენ. ეს არის ღვთის ნება, რომელიც განპირობებულია მსოფლიო ისტორიით. მეზობლების შეცვლა შეუძლებელია.

ცნობილია, რომ მე-11 საუკუნიდან დაწყებული  მტკვარ-არაქსის დაბლობში ჩამოვიდნენ მომთაბარე მეცხოველე ტომები: თურქ-სელჯუკები, თათარ მონღოლები, აკ-კოიუნლები, რომლებიც იყვნენ კარა-კოიუნების შთამომავლები. ისინი არაქსის ხეობით წავიდნენ დასავლეთისკენ ახალი საძოვრების მოსაპოვებლად. საძოვრების მოპოვება მათი მთავარი მიზანი იყო, ამიტომ ისინი მოხიბლულნი იყვნენ სიუნიქის მდიდარი ალპური მინდვრებით. თანდათანობით ისინი საფუძვლიანად დამკვიდრდნენ, და სამხედრო ძალის უპირატესობის ხარჯზე მათი რიცხვი მნიშვნელოვნად გაიზარდა. სომეხმა მუშა მოსახლეობამ უკან დაიხია,  ბევრმა რელიგიაც შეცვალა, მაგალითად, ძაგიკიანები გახდნენ ზაქიევები. სომხურ მიწებს დაარქვეს მათი ღვთიური სახელები. გაჩნდნენ ტერიტორიების ახალი თურქული სახელწოდებები. მეცხოველეობის პარალელურად (სამომავლო აზერბაიჯანული)  სოფლები აღმოჩნდნენ,  როგორც საზაფხულო და საზამთრო სახლები. საზამთრო სოფლები იყვნენ გეღი, ქირსი, ქიურუტი, გიუმარანი, გეჩიკლუ და ქიოლუნი, რომელსაც ღშლაღაცს უწოდებდნენ. თანდათანობით ისინი მიაჩვიეს უმოძრაო ცხოვრებას.

აზერბაიჯანელებსა და სომხებს შორის მეგობრობის ძირითადი ხელისშემშლელი ფაქტორი იყო ძირეულად განსხვავებული ეკონომიკური ცხოვრება: მიწათმოქმედი სომხები და მეცხოველე აზერბაიჯანელები. მომთაბარე მეცხოველეობა დიდ ზიანს აყენებდა მიწათმოქმედებას. დაპირისპირებებს ჰქონდა ადგილი, თუმცა ამას მასშტაბური სახე არ ჰქონია, ისინი ყოველთვის პოულობდნენ საერთო ენას და კომპრომისების ხარჯზე მშვიდობას ინარჩუნებდნენ. აზერბაიჯანელებმა დიდხანს  შეინარჩუნეს ტომობრივი ცხოვრების წესები და მენტალიტეტი.

მიუხედავად დაპირისპირებებისა და განსხვავებისა (ამ რიგში რელიგიურსაც), სომხები და აზერბაიჯანელები დამეგობრდნენ და დაიწყეს ერთად ცხოვრება, „ზოგრჯერ ძალიან რთული იყო გარჩევა თუ ვინ იყო სომეხი, და ვინ აზერბაიჯანელი“. (სტ. ლისიციანი, „ზანგეზურის სომხები“, 63 გვ).

სომხეთში მე-20 საუკუნის მოვლენები უპრეცედენტოდ ტრაგიკული იყო. ეს იყო ძალიან ბოროტი თამაში და ურთულესი პრაქტიკა. 1906 წელი  იყო კაპანის დარბევის მწვერვალი. დაიხოცა ურთულეს სოციალურ პირობებში მცხოვრები ხალხი.

ხოცვა-ჟლეტის მასშტაბები შედარებით უფრო დიდ იქნებოდ, რომ არა ამ მხარის ცნობილი და პატივსაცემი მოღვაწეები, ისეთები როგორებიც იყვნენ, მესროპ ტერ-მოვსისიანი, სმბატ მელიქ-სტეფანიანი, ჰუსეინ ბეკ მახმუტბეკოვი, ასევე მურად სებასტაცი.

ამ ყველაფრის მთავარი რეჟისორი იყო ცარიზმი, ხელისუფლებები და არა ტომობრივი, ეთნიკური მტრობა და რელიგიური ტოლერანტობის ნაკლებობა, რომელსაც დღეს განიხილავენ, როგორც კონფლიქტის ძირითად მიზეზს. დარბევის შემდეგ სოფლებში გრძელდებოდა კორუფცია, ჯარიმები და ეს ყველაფერი ვითომ მშვიდობის დამკვიდრებას ემსახურებოდა.

ცუდს მოჰყვა უარესი: 1918-1921 წლები. ამ წლებში მოხდა იმიგრაციის ბლოკადა და ხოცვა- ჟლეტა გეღვაძორში. ( თაბარიქ ხალა, გეღაძორის ხოცვა ჟლეტვის თვითმხილველი, ჰყვებოდა, რომ მის თვალწინ შეიარაღებულმა კაცმა ორი ათასზე მეტი ქალი, მოხუცი და ბავშვი მოკლა), სოფელ ნერქინ ჰანდის დაწვა, გეღვაძორის ომი, ვერინ ძორის მოვლენები, აგარაკ-ეღვარდის ომი. ამასთან ერთად ტოლერანტობა, ურთიერთდახმარება, დაცული მიგრაცია აზერბაიჯანული მიწებით, სიცოცხლის გადარჩენისა და სხვა უამრავი ფაქტი, რომლებზეც ცალკე კვლევა შეიძლება ჩატარდეს.

ამ ყველაფერმა ღრმა კვალი დატოვა ამ ხალხების ფსიქოლოგიაზე, ურთიერთ მტრობა, დაბრალება და ასე შემდეგ. ამ ყველაფრის მიუხედავად, საოცარია, თუ როგორ  მოკლე პერიოდში მოხდა ნდობის აღდგენა და მშვიდობის დამყარება. რა თქმა უნდა, უზარმაზარი იყო  საბჭოთა ხელისუფლების როლი, თუმცა უნდა აღვნიშნოთ, რომ დიდი იყო ლოკალური ინტელიგენციის როლიც. საუკეთესო მაგალითი იყო „ქირვაობა“. მართლაც, როგორი იქნებოდა ტოლერანტობის არარსებობის შედეგები თუ არა მეგობრობისა და ნდობის ეს ინსტიტუტი.

1920-იან წლებში კაპანისა და აზერბაიჯანის სასაზღვრო სოფლებში დავები მიმდინარეობდა საზღვრის ზოლთან დაკავშირებით. დემარკაციის შედეგად კაპანმა დაკარგა ტერიტორიის დიდი ნაწილი. ბევრი დავა  იყო ასევე საძოვრებისთვისაც.

აღსანიშნავია, რომ ორი ხალხი გააერთიანა ბრძოლამ სოციალური პრობლემებისთვის. კაპანელები აფასებდნენ და იყვნენ ჩართულნი მე-19 საუკუნის ბოლოს დაწყებულ ბრძოლაში, რომელსაც მეთაურობდა ღაჩაღ ნეაბი. უფრო მეტიც, ღაჩაღის უახლოესი მოკავშირეები იყვნენ  კავარტელი კოსტი და არაჯაძორელი აღა მელიქ-სტეფანიანი.

აკრძალული და დავიწყებული თემა იყო ამ ორი ხალხის სამუშაო და მეამბოხე ჯგუფებს შორის თანამშრომლობა ანტიკოლექტიური  მოძრაობის დროს (ბანდიტიზმი).  კაპანის 569 დეპორტიდან, 129 აზერბაიჯანული იყო .

1937 წელს კაპანში რთული დრო დაუდგათ, როგორც სომხებს ასევე აზერბაიჯანელებს.  1937-მა ანახა, რომ როდესაც ყველა ნათესავი, მეგობარი ზურგს გაქცევს, იმ დროს დასახმარებლად მოდიან სხვა ეროვნების და რელიგიის მეზობლები. 1937 წელს ბევრმა ურთიერთობამ და ინსტიტუტმა ვერ გაუძლო, მაგრამ ერთადერთი „ქირვაობა“ დარჩა ბოლომდე. ბევრმა კაპანელმა, ენკავედეს დევნიდან გადარჩენა შეძლო ბაქოში და აზერბაიჯანის სხვა რეგიონებში. დაჭრილი კაცის ქალიშვილ როზას ეხმარებიან აზერბაიჯანელები ზანგეზურში.  ვერინძორელმა მუსეიბმა მამაკაცურად უარი თქვეს ცრუ მოწმობაზე კარაპეტ ნარინიანის წინააღმდეგ. სურენ და მუხან საფარიანებმა გადაარჩინეს  ღიასლელი აბდულას ქონება და ამისთვის ისინი სიკვდილით დაისაჯნენ.  არაჯაძორელ დავით ვოსკანიანს პატიმრობით ემუქრებიან ბეკის შვილთან მეგობრობისთვის, არწვანიკელი ხოსროვი ფქვილსა და ხორბალს არიგებს მშიერი აზერბაიჯანელებისთვის. 1949 წლის 14 ივნისს მატარებელში, რომლსაც ალთაიში მიჰყავდა კაპანელი დევნილები, სადგურებში აზერბაიჯანელები წყალს აწვდიდნენ.

პირველი მსოფლიო ომი : ბრძოლის ველზე კაპანელებმა ანახეს გმირობის კარგი მაგალითები. სამთო მრეწველობაში უზარმაზარი იყო აზერბაიჯანელების წილი. ბრძოლის ველზე თავი ისახელეს გირათაღელმა  გენერალ-მაიორმა თემურ ბუნიათოვიმ, ექიმმა ნურალი ბუნიათოვიმ. თუმცა, უმთავრესი იყო ბრძოლის ველს უკან ურთიერთდახმარებები და თანაგრძნობა.

1988

1988 წელი კაპანსა და კაპანელებისთვის ძალიან მნიშნელოვანი იყო. ისინი კვლავ აღმოჩნდნენ მოვლენების ეპიცენტრში. ამ წლებში პოპულარული იყო მოწინააღმდეგის დეჰუმანიზაცია. თუმცა, ამ მოვლენებმა გვერდია აქცია კაპანს. იქ იყო უშუალო, ადამიანური, მდგრადი და ტრადიციული ურთიერთობები. კაპანი იყო ბაზარი აზერბაიჯანულ სოფლებში წარმოებული სოფლის მეურნეობის პროდუქტებისათვის. კაპანის ინდუსტრიული ცენტრები სამუშაო ადგილი იყო ბევრი აზერბაიჯანელისათვის.

1988-1989 წლებში სომხეთში მოწამვლების პერიოდი იყო, რასაც აბრალებდნენ აზერბაიჯანელებს. აღსანიშნავია, რომ ამ პერიოდში უპატრონოდ დატოვებულ ქარხნებში ჯერ კიდევ მუშაობდნენ აზერბაიჯანელები. საგანგაშო ამბებს არანაირი გავლენა არ ჰქონია მათზე. რძის პროდუქციის წარმოება იყო აზერბაიჯანელების ხელში და მოწამლვის არც ერთი ფაქტი არ დაფიქსირდა.

კაპანის ყრილობებსა და მიტინგებზე ეროვნულ თვითშეგნებისა და ღირსების ჩამოყალიბების პარალელურად აზერბაიჯანელების მისამართით არ გაჟღერებულა არც ერთი მტრული და დამამცირებელი სიტყვა. სიძულვილის ენა არ იყო გამოყენებული. სიმართლე ისაა, რომ ყარაბაღის შემდეგ უფრო მეტად საუბარი იყო გარემოს დაცვაზე, სოციალურ სამართლიანობასა და კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლაზე.

მოვლენათა ჯაჭვში ვერ ნახავ ისეთ სიტუაციას, როდესაც ძალადობა იყო გამოყენებული აზერბაიჯანელის  წინააღმდეგ. ანტი-აზერბაიჯანული ერთადერთი „გამოსვლა“ იყო სტომატოლოგ ავთანდილის  „ჟიგულის“ დაწვა.

კაპანელი აზერბაიჯანელები პირველები იყვნენ, რომლებმაც დატოვეს სომხეთი. მატარებელი იყო საუკეთესო ტრანსპორტი ამისთვის. ამ აზერბაიჯანელების ნაწილი ზანგელანში, ნაწილი კი ბაქოში აღმოჩნდნენ. მეზობელ რეგიონებიდან ხალხის უკან დაბრუნებისთვის გამოგზავნილი იყო მანქანების დიდი კორტეჟი (აზერბაიჯანში ასეთი რამ იქნებოდა?) ვინც ჩავიდა ბაქოში შავი საქმე გააკეთეს, ცრუ და პროვოკაციული ინფორმაცია გაავრცელეს. ისინი გახდნენ სუმგაითის პროვოკატორები.

კაპანში ეთნიკური დისკრიმინაციები არ ყოფილა, ძალადობრივ აქტებზე კი ლაპარაკი საერთოდ ზედმეტია. პირველ მიტინგებსა და ყრილობებზე ასევე მონაწილეობას იღებდნენ აზერბაიჯანელებიც. ზოგადად კაპანში მცხოვრებ ინტელიგენციის წარმომადგენელსა და მუშას სხვადასხვა მენტალიტეტი ჰქონდათ. მუშებს ჩივილის მიზეზი არ ჰქონდათ, სხვა რეგიონებში მათი ნაცნობების სოციალური მდგომარეობა უარესი იყო. ინტელიგენცია კი უკმაყოფილო იყო სიტუაციით, რადგან მაღალ თანამდებობებს და პოზიციებს ვერ იკავებდა.

კაპანის აზერბაიჯანელების ისტორიიდან

აღსანიშნავია, რომ კაპანის ისტორიაში იყვნენ ისეთი აზერბაიჯანელებიც, რომლებიც ცნობილები იყვნენ არა მხოლოდ აზერბაიჯანულ საზოგადოებაში, არამედ კაპანშიც. 30-იანებში კაპანში სახელგანთქმულები იყვნენ რაიონული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე შხზადე (წერდა და კითხულობდა სომხურად, ზეპირად იცოდა ჩარენცის ლექსები) ალაჰვერდი მამედოვი (გაზეთ „პღნძი ჰამარის“ აზერბაიჯანული განყოფილების რედაქტორი.

50-იანებიდან კაპანის მეხსიერებაში დარჩა ასევე მოსამართლე ბაშირ ჰასანოვი, რაიონული ინსტრუქტორები ქარემი ალიევი, ამირ მამედოვი, რაიონული მდივანი ჟორა ასადოვი, მძიმეწორი ბაილარ მეჰდიევი, სიუნიკის საერთაშორისო სკოლის დირექტორი ჰამიდ ბაბეევი, “კაჯარანშინის” პარტიის კომიტეტის მდივანი ჯივანთერ ეფენდიევი, განათლების დეპარტამენტის ინსპექტორი ნუსრატ შხალიევი, ექიმი გიულიზარ ჰასანოვი, დეპუტატები და ცნობილი მწარმოებლები.

კაპანში პატივსაცემი ადამიანი იყო ასევე სოფელ გეღის  სახელმწიფო ინდუსტრიის დირექტორი სამად გარაევი. ის იყო ცნობილი მეთაური, ინტელიგენტი, ბევრი პროექტის ინიციატორი.

აზერბაიჯანელ ინტელიგენციას მართავდნენ ბაქოდან. სხვადასხვა მიზეზებით წერილები მიდიოდა მოსკოვამდეც. ისინი უკმაყოფილოები იყვნენ, ძირითადად, სოციალური პრობლემების გამო: გზები (მსგავს მდგომარეობაში იყო ასევე სომხური სოფლებიც) სკოლები (სკოლები, სხვათა შორის შენდებოდნენ, გეღის სკოლა კი ექსკლუზიური იყო მთელ კაპანისთვის). მეფრინველეობის ფერმებში მომუშავე პერსონალის 50%-ზე მეტი აზერბაიჯანელი იყო.

აზერბაიჯანელების ნაწილმა იცოდა სომხური და რუსული, მაგრამ აზერბაიჯანული სიტყვა ყოველთვის ჟღერდა სხვადასხვა სახელმწიფო ღონისძიებებზე, და არავინ შეწინააღმდეგებია ამას. ჟღერდა ასევე აზერბაიჯანული სიმღერა და მუსიკა. სტადიონებზე ესალმებოდნენ ცნობილ აზერბაიჯანელ ფეხბურთელებს ლიუდვიგ მურადოვს,  იური გაფაროვს, ქიარიმ მამედოვს, ასევე მომღერალ ვალიდას.

აზერბაიჯანული ნაციონალური განწყობები

და მაინც, არსებობდა მკაცრი ნაციონალური განწყობებიც. ამას, ძირითადად, გამოხატავდნენ გაზეთ „სავეტ ერმანისტან“-ის ჟურნალისტი იბრაჰიმოვი, კარგად ცნობილი ისლამ ბაბაიევი, კაპანის აზერბაიჯანული სკოლის დირექტორ ისა იბრაჰიმოვი, პედაგოგი ისრაფილი.  სხვათა შორის, კაპანის აზერბაიჯანული სკოლა იზიდავდაზანგელანელ სკოლელებსაც.  მათი ტრანსპორტირება უზრუნველყოფილი იყო მატარებლით.

კაპანში მოქმედებდა ორგანიზაცია, რომელსაც მართავდნენ აზერბაიჯანიდან. ორგანიზაციის ერთ-ერთი მიზანი იყო ზანგეზურის შეერთება აზერბაიჯანთან.

1988 წლამდე ამ ორ ერს შორის არც ერთი ინციდენტი არ დაფიქსირებულა. ერთადერთი შემთხვევა 1965 წლის კაპანის „ლერნაგორწის“ და ბაქოს „დინამოს“ გუნდების თამაშის დროს მომხდარი ჩხუბი იყო. მას შემდეგ, რაც კაპან-ერევნის მატარებელს ქვები ესროლეს, მომხდარი შეფასებული იყო, როგორც ეთნიკური შეტაკება.

აზერბაიჯანელების მასიური მიგრაცია კაპანიდან 1988 წლის ნოემბერსა და დეკემბრის დასაწყისში დაიწყო. აღსანიშნავია, რომ  მოხუცებს სოფლების დატოვება არ უნდოდათ. ბაქოდან ჩამოვიდნენ სტუდენტები, რათა მშობლებთან ერთად დაბრუნებულიყვნენ უკან.  ბოლო ადამიანი, რომელმაც დატოვა კაპანი იყო მწყემსი ორუჯი. მხოლოდ ერთმა აზერბაიჯანელმა გააგრძელა ცხოვრება კაპანში. ადგილობრივებმა მიგრანტებს ყველანაირი დახმარება გაუწიეს.

აზერბაიჯანელების დემოგრაფია კაპანში

იმ წლებში აზერბაიჯანელების რაოდენობის ზრდა კაპანში კიდევ გრძელდებოდა. ბუნებრივი მატების კუთხით აზერბაიჯანელები სომხებზე წინ იყვნენ.  მრავალშვილიანი და გმირი დედების სიების პირველ ადგილებს აზერბაიჯანელები იკავებდნენ.

80-იანებიდან მატების პროცესი შენელდა. ამას თავისი მიზეზებიც ჰქონდა. აზერბაიჯანელი სტუდენტები, რომლებიც სწავლობდნენ აზერბაიჯანში, ხშირად არ ბრუნდებოდნენ უკან. სოფლებში ბავშვების ნაკლებობის გამო დახურეს სკოლებიც.

კაპანში დაწყებული სკოლების მშენებლობა გავრცელდა აზერბაიჯანულ სოფლებშიც. გეხის სკოლა კი უნიკალური არქიტექტურული ძეგლი გახდა.

შეცდომა არ იქნება თუკი ვიტყვით, რომ აზერბაიჯანული სათვისტომო სოციალ-ეკონომიკური პირობებით გაყოფილი იყო ორ ნაწილად: ქალაქური ღია მენტალიტეტი, მრეწველობა და მომსახურების სფეროში ჩართულობა, ორ ენაზე მეტის მცოდნე ხალხით, და მეორე ნაწილი, სოფლის ტომობრივი აზროვნება, პატრიარქალური ტრადიციებით.

კოჰაბიტაცია და აღქმები

კოჰაბიტაციას ჰქონდა როგორც დადებითი, ისე უარყოფითი მხარეები. საერთო ჯამში, უხეშად უარყოფითი პოზიციები, დამამცირებელი დამოკიდებულება ერთმანეთის მიმართ არ ყოფილა. თუმცა ორივე ჯგუფს ჰქონდა შინაგანი შფოთვა და მონდომება, რომ განესაზღვრათ საზღვრები. დემარკაციის პროცესი დაძაბულ ვითარებას ქმნიდა აზერბაიჯანელებსა და სომხებს შორის.

თავიანთ ნაბიჯებსა და პოზიციებს მხარეებმა ამართლებდნენ თეორიულად.

სომხები ამბობდნენ, რომ აზერბაიჯანელები ჩამოსულები არიან, ჩვენ კი მკვიდრი მოსახლეობა ვართ, საზღვრების დემარკაცია უსამართლო იყო და სურდათზანგეზურის დაბრუნება.

აზერბაიჯანელების პოზიცია კი ასეთი იყო: სომხები დროებითად არიან ამ მიწებზე დამკვიდრებული, ადრე თუ გვიან კაპანი (ზანგეზური) აზერბაიჯანის ტერიტორია იქნება, ბუნებრივად მაღალი მატება ჩვენი უპირატესობაა და რკინიგზა არის ბერკეტი, რომელიც შეგვიძლია ვიხმაროთ სომხეთის წინააღმდეგ.

სომხურ-აზერბაიჯანულ რთულ ურთიერთობებში რკინიგზა ყველაზე სენსიტიური საკითხი იყო, რომლის ჩაკეტვით  კაპანი ბლოკადაში რჩებოდა.

და მაინც, კაპანი რჩებოდა ტოლერანტობის, მეგობრობის, ერთგულებისა და ნდობის კუნძულად. კოჰაბიტაციაში დადებითი მხარეები უფრო მეტი იყო ვიდრე უარყოფითი. ცხოვრობდნენ წყნარად და მშვიდად, ეროვნების მიზეზით დანაშაული არ ყოფილა. არსებობდა ურთიერთდახმარების ტრადიცია მეურნეობებისა და ცალკე პიროვნებებს შორის.  დადებითის ჩამოთვლა უსასრულოდ შეიძლება. კაპანში საკვებით და ტანსაცმლით უზრუნველყოფდნენ იმ აზერბაიჯანელებს, რომლებსაც სჭირდებოდათ დახმარება. სოფელ ქიოლის ხანძრის დროს დასახმარებლად პირველები სომხური სოფლებიდან ჩამოვიდნენ. ქალაქ სპიტაკის მიწისძვრის დროს კაპანის მოსაზღვრე სოფლებში სიხარულის გამომხატველი არც ერთი ნიშანი არ იმჩნეოდა, სიჩუმე იყო.

განძასარის პიონერების ბანაკში ეჯანანელ რობერტმა აზერბაიჯანელ ბავშვებისთვის ლექციები ჩაატარა მათ ენაზე, ეთნიკურ უმცირესობების ბავშვების წახალისებისა და უკმაყოფილების კომპლექსის დაძლევისათვის.  სოფელ გიარდში ნოვრუზ ბაირამს აღნიშნავდნენ ეკლესიის ეზოში, კითხვაზე თუ რატომ ეკლესიის ეზოში? ისინი პასუხობდნენ „ეკლესია წმინდაა“

აზერბაიჯანელებს შორის ბევრი იყო მოლები, ნათელმხილველები, ბედის მთხრობელები. ბევრი სომეხი ჰყვებოდა, რომ მათი დახმარებით გადარჩა ახალშობილი ბავშვები.

ჩვენი ინფორმაციით ომამდე სომხური ძეგლებისადმი ვანდალიზმის არც ერთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა. თუმცა მიწების გადამუშავების საბაბით სომხური სასაფლაო განადგურდა. ომის დროს აზერბაიჯანელების სამიზნე აღმოჩნდნენ სარაშენისა და ღარაბაბას ეკლესიები.

კაპანის აზერბაიჯანელების თემა აქტუალურობას არ კარგავს მათ მიერ კაპანის დატოვების შემდეგაც

 კაპანის აზერბაიჯანელების თემა აქტუალურობას არ კარგავს მათ მიერ კაპანის დატოვების შემდეგაც. კაპანი ყველანაირად ჩართული იყო საომარ მოქმედებებში. კაპანის დაბომბვა გახდა დღის წესრიგის ერთ-ერთი მთავარი პრობლემა.  კაპანის ომის ისტორიაში აღსანიშნავია 1988-91 წლები, 1922 წლის 24-26 აპრილი, ივლისი-აგვისტო, 7 სექტემბერი, 9 ნოემბერი, 10-12 დეკემბერი, 1993 წლის 23 მარტი, 10 აპრილი, 18 აგვისტო, 25 აგვისტო. ამ დღეებში მიმდინარეობდა საომარი მოქმედებები, პარალელურად ეს პერიოდი სავსე იყო სიკეთის ისტორიებით. თუმცა, აზერბაიჯანელები გამოირჩეოდნენ სისასტიკით, ტყვეებს აწამებდნენ და ბოლოს უმეტესწილად კლავდნენ.

კაპანელი მხატვრის ფერწერები

კაპანელები ტყვეებს აბრუნებდნენ ცოცხლად და ჯანმრთელად. ამის უამრავი მაგალითი არსებობს, თუმცა არის ერთი განსხვავდება დანარჩენისგან. კაპანში ცხოვრობდა და  მოღვაწეობდა მხატვარი უბაკი (რუბენ კოსტანდიანი). მისი ნაშრომები დღემდე შემონახულია კაპანის გეოლოგიურ მუზეუმში, ერთ-ერთ მათგანზე გამოხატულია მამა და შვილი ტყვეობაში.

„ტყვეობის სულიერი მდგომარეობა ძალიან საინტერესო იყო ჩემთვის. აუტანელი რაღაცაა მამა და შვილი ტყვეობაში“, – ამბობს ურბაკი. მათ სახეებზე წერია „არ უნდა დავუშვათ, რომ ომი განმეორდეს“.

სხვაგვარად რომ ვთქვათ, „კაცობრიობამ უნდა აირჩიოს ერთ-ერთი გზა: ან უნდა თავი მოიკლას ან ისწავლოს ცხოვრება სხვებთან ერთად საერთო ოჯახში“ – არნოლდ თოინბის ეს სიტყვები ჩვეულებრივი სიტყვები არ არის.

გრიშა სმბატიანი

კაპანის გეოლოგიური მუზეუმის დირექტორი 

გაზეთ „ სიუნიაც ერკირი“ , 10 სექტემბერი 2008 წელი.

Leave a Reply