ფაშინიანი: ხვალ ყველაზე მოულოდნელი დღეა

ერევანში რესპუბლიკის მოედანზე გამართული აქციის დროს ნიკოლ ფაშინიანმა შეკრებილებს მოუწოდა, 19 აპრილს, 8 საათზე ისევ შეიკრიბონ რესპუბლიკის მოედანზე და მთავრობის და სხვა სამთავრობო შენობები დაბლოკონ. ხვალ მთავრობის ახალი კაბინეტის პირველი სხდომაა დაგეგმილი, რომელშიც მონაწილეობას მიიღებს სერჟ სარგსიანიც.

“ხვალ იქნება ყველაზე მოულოდნელი დღე”, – განაცხადა ნიკოლ ფაშინიანმა. მან ასევე განაცხადა, რომ აქციის მსვლელობა ბაღრამიანის გამზირისკენ გაიმართება და “შემდეგ რას გავაკეთებთ, არავის ვეუბნებით,” აღნიშნა ფაშინიანმა.

Leave a Reply