საფრანგეთის პრემიერ-მინისტრმა ფაშინიანს მთავრობის მეთაურის პოსტი მიულოცა

სომხეთის ახლადარჩეულ პრემიერ-მინისტრს ნიკოლ ფაშინიანს საფრანგეთის პრემიერ მინისტრმა ედუარდ ფილიპმა წერილი გაუგზავნა და თანამდებობა მიულოცა. ინფორმაციას, სომხური სააგენტო Armenpress ავრცელებს.

“საფრანგეთი მხარს უჭერს სომხეთს სახელმწიფოს სამართლებრივ ბრძოლას კონსოლიდაციისა და რეფორმების გზაზე. მოგეხსენებათ მინსკის ჯგუფში საფრანგეთი დაინტერესებულია მთიანი ყარაბაღის კომფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარების საკითხებით და გააგრძელებს სათანადო ნაბიჯების მოძებნას ამ პრობლემის გადასაჭრელად.

სომხეთის მიერ ევროკავშირთან გაფრორმებული გაფართოებული თანამშრომლობის ხელშეკრულება, რაშიც საფრანგეთის წვლილიც მნიშვნელოვანია, ახალი დინამიკის მანიშნებელია ამ ორ ქვეყანას შორის საინვესტიციო და სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების დამყარებისთვის. 2018 წლის 11-12 ოქტომბერს სომხეთში დაგეგმილი ფრანკოფონიის სამიტი უნიკალურ შანსს აძლევს ჩვენს ქვეყნებს ურთიერთობების გამყარებისათვის,” – აცხადებს საფრანგეთის პრემიერ-მინისტრი.

Leave a Reply