ეუთო-ს წარმომადგენლები მთიან ყარაბაღში მონიტორინგს განახორციელებენ

არცახის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, 16 მაისს ევროპის უშიშროებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის (ეუთო) დელეგაცია არცახისა და აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალების კონტაქტის ხაზზე, კერძოდ, მარტუნიის რაიონის კუროპატკინოს დასახლებიდან ჩრდილოეთით, ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის მონიტორინგს განახორციელებს. მონიტორინგი არცახის მთავრობასთან შეთანხმებით ხორციელდება.

დაკვირვებებს არცახის სამხედრო ფრონტიდან ეუთო-ს პრეზიდენტის პირადი წარმომადგენლის  საველე თანაშემწეები განახორციელებენ.

Leave a Reply