ბანგლადეშის 6 მოქალაქე სომხეთის საზღვარზე დააკავეს

სომხეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ 8 მაისს გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვრის გადაკვეთის მცდელობის დროს ბანგლადეშის 6 მოქალაქე დააკავეს, რომლებიც ეროვნული უშიშროების სამსახურს გადაეცნენ.

შემთხვევის თაობაზე სომხეთის სამართალდამცავმა სტრუქტურამ საქმე  აღძრა და წინასწარი ინფორმაციის თანახმად, ზემოთაღნიშნული 6 პირი საზღვარის გადაკვეთის მცდელობის მომენტში სომეხმა ჯარისკაცებმა დააკავეს. დაკავებულებმა განაცხადეს, რომ ისინი ირანის გავლით თურქეთის საზღვარის  გადაკვეთას აპირებდნენ, მაგრამ  შეცდნენ და სომხეთში შემთხვევით მოხვდნენ. ოპერატიულ-სადაზვერვო საქმიანობა და საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს დაკავებულების იდენტიფიცირების მიზნით.

Leave a Reply