‘ავრორას’ რჩეული – მუსლიმი როჰინგი მოსახლეობის უფლებებისთვის მებრძოლი

აქტივისტმა ჩო ლაუნმა, რომელიც როჰინგი მისახლეობის უფლებების დასაცავად 40 წელია იბრძვის, მისი თავდადებისთვის 100000 დოლარი მიიღო, და კიდევ 1 მილიონი დოლარი, რომელსაც არჩევანი მიხედვით საქველმოქმედო ორგანიზაციებს გადასცემს.

78 წლის ადვოკატსა და ადამიანის უფლებათა დამცველს მთლიანობაში 10 წელზე მეტი პატიმრობაში აქვს გატარებული. ლაუნი ერთადერთი იურისტია იმ ტერიტორიაზე, რომელიც მიანმარში მუსლიმი როჰინგი მოსახლეობითაა დასახლებული.

როჰინგი მოსახლეობა დღემდე ებრძვის სისტემურ უთანასწორობას. მათ მთავრობის მხრიდან უარი ეთქვათ დასაქმებაზე, სწავლასა და ჯანდაცვაზე, ნებართვის გარეშე ეკრძალებათ სხვა ქვეყანაში გამგზავრება.

მუსლიმი როჰინგები ეთნიკური უმცირესობის ჯგუფია მიანმარში, რომელსაც ადგილობრივი ხელისუფლება საკუთარ მოქალაქეებად არ აღიარებს. ბევრს საბუთების არქონის გამო გადაადგილების უფლებაც შეზღუდული აქვს, ამიტომაც ლაუნს, როგორც თავად ამბობს, 20 დღე დასჭირდა სომხეთში ჩამოსასვლელად, რათა დასწრებოდა ცერემონიას.

დაახლოებით 700,000-მა როჰინგმა 2017 წლის აგვისტოდან, მას შემდეგ რაც, მათ წინააღმეგ შეიარაღებული დევნა დაიწყო, დატოვა მიანმარი და თავი ბანგლადეშს შეაფარა. მას უწოდებენ ასევე გენოციდს როჰინგი ხალხის მიმართ, რომელსაც სავარაუდოდ, ათობით ათასი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა.

“რა არის კანონი სად არის კანონი? ჩვენი დისკრიმინაცია ხდება რადგან მუსლიმები ვართ. მე ღიად ვერ ვიმუშავებ, ვერ ვილაპარაკებ, თავისუფლად ვერ გავემგზავრები, ხელისუფლება ჩემს ხმას არ უსმენს”, -ამბობს ლაუნი.

როგორც ჩო ლაუნი ამბობს როჰინგი საზოგადოება პატიმრობაშია საკუთარ ქვეყანაში. ამის მიუხედავად იურისტი იბრძვის მოსახლეობის პირობების გასაუმჯობესებლად, ახალგაზრდებისთვის განათლების მისაღებად.

“ყოველწლიურად 500-დან 1000-მდე ადამიანი შეიძლება გარდაიცვალოს ჯანდაცვის სისტემის არ არსებობის გამო, კარგი განათლების გარეშე კი მთელი საზოგადოება რამდენიმე წელში გარდაიცვლება”.

ჩო ლაუნის თქმით, პრემია ავრორას მხარდაჭერა არა მხოლოდ მიანმარის როჰინგი მოსახლეობის, არამედ ყველა უფლება შელახული მუსლიმისთვის მნიშვნელოვანი აღიარებაა.

Leave a Reply