ჰუმანიტარული პრემია ‘ავრორას’ გამარჯვებული მიანმარელი იურისტი და აქტივისტი გახდა

უსამართლობის წინააღმდეგ ბრძოლაში გაწეული თავდადებისთვის, განსაკუთრებით, მიანმარის როჰინგი მოსახლეობის მიმართ, იურისტსა და აქტივისტს ჩო ლაუნს  (KYAW HLA AUNG)„ავრორას“ მესამე ყოველწლიური საერთაშორისო პრემია მოუტანა.

პრემიის ლაურიატისთვის საპრიზო თანხა 100 000 დოლარს შეადგენს.

მისი სურვილის შესაბამისად კი  1 მილიონი დოლარი გადაეცემა სამ ორგანიზაციას

  • ექიმები საზღვრებს გარეშე (დიდი ბრიტანეთი)
  • მალაიზიის საზოგადოება-სამედიცინო დახმარების გაწევისთვის (მალაიზია)
  • მიგრაციის საერთაშორისო კათოლიკური კომისია (აშშ / შვეიცარია)

ლაუნი  750 ნომინანტიდან შეირჩა, რომელიც 115 ქვეყნიდან იყო წარმოდგენილი.

Leave a Reply