სომხეთის იუსტიციის მინისტრი მარიხუანას თავისუფალი რეალიზაციის წინააღმდეგია

“ღმერთმა კაცობრიობას ღვინო მისცა და არა მარიხუანა ,” – ასე გამოეხმაურა არტაკ ზეინალიანი მარიხუანას თავისუფალი რეალიზაციის საკითხს.

“არა მხოლოდ როგორც იუსტიციის მინისტრი, არამედ როგორც მშობელი, როგორც ექიმი და ჯანდაცვის სფეროში გამოცდილების მქონე, მარიხუანას თავისუფალი რეალიზაციის წინააღმდეგი ვარ”, – განაცხადა ზეინალიანმა.

იუსტიციის მინისტრმა ასევე შეახსენა, რომ სომხეთში მარიხუანას ფიქსირებული რაოდენობის გამოვლენის შემთხვევაში სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა არ არსებობს.