მასობრივი დაუმორჩილებლობა სომხეთში გრძელდება, ქვეყანა პარალიზებულია

მას შემდეგ რაც ოპოზიციონერმა ლიდერმა ნიკოლ ფაშინიანმა გუშინ გამართულ პრემიერ-მინისტრის არჩევნებში, სადაც ის ერთადერთი კანდიდატი იყო, ვერ გაიმარჯვა რესპუბლიკის მოედანზე შეკრებილ მხარდამჭერებს “გადამწყვეტი ბრძოლისკენ” მოუწოდა.

დღეს დილიდან, გადაკეტილია ერევნის თითქმის ყველა ქუჩა, აქტივისტები ნიკოლ ფაშინინის ხელმძღვანელობით აგრძელებენ მარშებს. ფაშინიანი აცხადებს, რომ ისინი არ აპირებენ სომხეთის მომავლისთვის ბრძოლის შეწყვეტას და რომ აქციის განახლების მიზეზი სომხეთის რესპუბლიკური პარტიის დამსახურებაა.

“საერთაშორისო მედიის ცნობით, ერევანში მიმავალი ყველა გზა გადაკეტილია, აქამდე ზოგი მაინც იყო გახსნილი, ახლა როგორც ჩანს ყველა გადაკეტილია” , – განაცხადა ფაშინიანმა.

დილიდან გაფიცვა დაიწყეს ერევნის ზვართნოცის აეროპორტის თანამშრომლებმა, რომლებიც აეროპორტისკენ გამართულ მარშს შეუერთდნენ. დაიკეტა რამდენიმე სახელმწიფო დაწესებულების შესასვლელი.

დილის საათებიდან გადაკეტეს არარატის, ეჩმიაწინის, არმავირის რეგიონებისკენ მიმავალი გზები. ქალაქ ვანაძორში სტუდენტები გაფიცვას აგრძელებენ, გადაკეტილია ქალაქის ყველა გზა. მარშს შეუერთდა სამკერვალო ფაბრიკის  3 000 თანამშრომელი.

დღეს 18:00 საათზე ქალაქ გიუმრის მოედანზე საჯარო აქცია გაიმართება, რომლის შემდეგ მარში დაიწყება. ამჟამად ქალაქში დაუმორჩილებლობის აქცია დროებით შეჩერებულია, თუმცა გზები და ყველა დაწესებულება დაკეტილია. საზოგადოებრივი ტრანსპორი და ტაქსი არ მუშაობს. ხალხი ქალქის სხვადასხვა ადგილებში შეიკრიბა და აქციის დაწყებას ელოდება.


Leave a Reply