სომხეთის ეროვნული ასამბლეის სხდომა კვორუმის უქონლობის გამო

2 მაისს, 10:00 საათზე, სომხეთის ეროვნულ ასამბლეის ოთხდღიანი სხდომა კვორუმის უქონლობის გამო ჩაიშალა.

სომხური მედიის ინფორმაციით, თავდაპირველად სხდომათა დარბაზში 29 დეპუტატი შეიკრიბა, ხოლო ოთხი საათის შემდეგ, ეროვნული ასამბელის თავმჯდომარემ არა ბაბლოიანმა განაცხადა, რომ კვორუმის უქონლობის გამო სხდომა გადაიდო. საერთო ჯამში, სხდომაზე დასასწრებად 33 დეპუტატი გამოცხადდა.

სომხეთის ეროვნულ ასამბლეა 105 დეპუტატისგან შედგება. ხოლო სხდომაზე დარეგისტრირებული დეპუტატები ძირითადად, “რესპუბლიკური პარტიის” წევრები არიან.  კვორუმი რომ შედგეს და სხდომა გაიმართოს 53 დეპუტატის დასწრებაა საჭირო.

Leave a Reply