ახალქალაქში სარწყავი სისტემა ამუშავდა, მაგრამ ღირებულება უცნობია

დაგვიანებით, მაგრამ წელს სრულად გააქტიურდა ალმალი-მურჯახეთის სარწყავი ხაზი. სოფლის მოსახლეობა კმაყოფილია, მაგრამ ჯერ არ იციან რამდენის გადახდა მოუწევთ.
ახალქალაქის მუნიციპალიტეტში სრულდება სარწყავი სეზონი. შუა სეზონიდან მოყოლებული ფუნქციონირებს ალმალი-მურჯახეთის სარწყავი სისტემა, რომელიც რამდენიმე სოფელში ფერმერებისთვის სარწყავ წყალს უზრუნველყოფს.
სოფელ კოტელიიდან გრიგოლ ფანჯაკიძეს აქვს დაქირავებული 11 ჰა მიწა.
“წყალი ნორმალურად მიედინება, რამდენს მოიხმარ, იმდენსაც გადაიხდი. ფასი ჯერ არ ვიცი, მაგრამ რაც უნდა იყოს, წყალი საჭიროა მოსავლის მიღებისთვის. სარწყავად 10 დღე დამჭირდა”, – ამბობს გრიგოლ ფანჯიკიძე.
ალმალი-მურაჯეთის სისტემის დახმარებით სარწყავის საფასური მთელი ზაფხულის განმავლობაში 1 ჰექტარისთვის 75 ლარს შეადგენს, რომელსაც ემატება ტუმბის მოხმარების ელექტროენერგიის საფასურიც, 14 თეთრი ყოველი 1კვტ. საათზე.
სოფელი ზაკის და კიროვაკანის სარწყავი სისტემა, რომელიც უნდა ამუშავებულიყო 2015-2016 წელს, ამ წელსაც არ ამუშავდა. რატომ არ მოხდა ამ სისტემების ფუნქციონირება, უცნობია.

jnews.ge

Leave a Reply