თურქეთის მთასვლელები და ტურისტები არარატზე ასვლის მოლოდინში

თურქეთის  მთასვლელები და ტურისტები ითხოვენ მთა არარატის ხელახალ გახსნას, წერს სააგენტო ermenihaber.am, რომელიც აღნიშნავს რომ მთაზე ასვლა 2 წელია რაც აკრძალულია.

2015 წლის აგვისტოში აღრის (არარატის) მერმა „ქურთისტანის მუშთა პარტიის“ ( PKK ) მებრძოლების წინაარმდეგ სპეციალური სამხედრო მოქმდებების განსახორციელებლად მთა და მიმდებარე ტერიტორია „სპეციალურ უსაფრთხოების ზოლად“ გამოცხადა. ამ პერიოდში PKK-ს შეიარაღებული ჯგუფის მიმართ, როგორც  სახმელეთო, ასევე საჰაერო სამხედრო მოქმედებები განხორციელდა.

თურქეთის მთასვლელებისა და ტურისტების საერთო განცხადებაში აღნიშნავენ, რომ ელოდებიან როდის გახდება მათთვის არარატის მთა ისევ ღია.

Leave a Reply