რუსი სენატორების ვიზიტი წიწერნაკაბერდში

რუსეთის ფედერაციის საბჭოს საერთაშორისო საქმეთა კომიტეტის დელეგაცია წიწერნაკაბერდს ეწვია და ვიზიტის ფარგლებში,  სომხების გენოციდის მსხვერპლთა მემორიალი მოინახულეს და და მათ ხსოვნას პატივი მიაგეს.

სომხეთის ეროვნული ასამბლეის პრესსამსახურის ცნობით, დელეგაციას ხელმძღვანელობს რუსეთის ფედერაციის საბჭოს საერთაშორისო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე კონსტანტინე კოსაჩოვი.

13 მარტს, სომხეთის რესპუბლიკის ეროვნული ასამბლეის საგარეო ურთიერთობათა მუდმივმოქმედი კომიტეტისა და რუსეთის ფედერაციის ფედერალური საბჭოს საერთაშორისო ურთიერთობათა კომიტეტის ერთობლივი სხდომა ერევანში გაიმართა.

Leave a Reply