ახალგაზრდული პროგრამების განხორციელების შესაძლებლობა ახალქალაქში

ახალქალაქში 14-დან 21 წლამდე ასაკის ახალგაზრდებს თავიანთი იდეების განხორციელების შესაძლებლობა აქვთ და ამისთვის ფინანსურ დახმარებას სახელმწიფო უზრუნველყოფს.

პროქტის მიზანია საქართველოს რეგიონებში მცხოვრები ახალგაზრდების დასაქმება და ხელშეწყობა. პროექტი ხორციელდება საქართველოს 25 მუნიციპალიტეტში, მათ შორის, ეთნიკური სომხებით დასახლებულ ახალქალაქშიც.

პროგრამა “ახალგაზრდული იდეა” ახალქალაქში 2011 წლიდან  ხორციელდება. პროექტების შერჩევა ხდება კონკურსის საფუძველზე, სადაც ერთ მონაწილეს შეუძლია რამდენიმე პროექტის იდეა წარადგინოს.

პროექტი ბიუჯეტი არ უნდა აღემატებოდეს 800 ლარს.

პროექტის თემებია:

  1. ჯანსაღი ცხოვრების წესი, რომელიც გულისხმობს,  სპორტთან დაკავშირებით სხვადასხვა პროქტებს, რომლის ფარგლებშიც შესაძლებელი იქნება სკოლების ან სპორტული დარბაზების აღჭურვა სათანადო სპორტული ინვენტარით.
  2. განათლების ხარისხი. ამ პროგრამის ფარგლებში შესაძლებელი იქნება სკოლების უზრუნველყოფა სათანადო წიგნებით, რუკებით, ქიმიის და ფიზიკის ლაბორატორიებით.
  3. გარემოს დაცვა. პროგრამა გულისხმობს სხვადასხვა ტერიტორიების გამწვანებას, ნარჩენებისგან გასუფთავების აქტივობებს, ბუნების ელემენტების შენარჩუნების პროექტებს.

 

Leave a Reply