ტორბიორნ იაგლანდი: მოვუწოდებ მხარეებს ბოლო მოეღოს ამ ვითარებას

სომხეთის დედაქალაქში განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი ტორბიორნ იაგლანდი. ჩვენ თვალს ვადევნებთ ერევანში განვითარებულ მოვლენებს, და შეშფოთებას გამოვთქვავთ ევროსაბჭოს წევრ ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებთან, კერძოდ  შეიარაღებული პირების მხრიდან საპატრულო პოლიციის დაკავებასთან და ადამიანთა მძევლად აყვანასთან  დაკავშირებით. მინდა შეგახსენოთ, რომ ქვეყნებში, სადაც კანონის უზენაესობაა, ყველა კრიზისი უნდა გადაწყდეს  პოლიტიკური დიალოგის გზით, დემოკრატიული პრინციპების დაცვით – ნათქვამია ევროსაბჭოს გენერალური მდივნის მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში.

Leave a Reply