„დაგვიანებული მეგობრობა“

28 აპრილს , წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ აიაზმას მოსწავლეები, მშობლებისა და მასწავლებლებლების დახმარებით, გულმოდგინეთ ამონტაჟებდნენ ახალ სპორტულ სათამაშო დანადგარებს. ამის პარალელეურად, მსგავსი სამუშაოები ტარდებოდა მეზობელ სოფელ საყდრიონში. სამუშოებს თვალს ადევნებდნენ იდეის ავტორი და დონორები.

ასეთი სიმბოლური ნაბიჯით დაიწყო არასამთავრობო ორგანიზაცია „ამბრელას“ ინიციატივით და ნიდერლანდების სამეფოს ფინანსური მხარდაჭერით დაგეგმილი სამდღიანი პროექტი.

დიდწილად ეთნიკურად სომეხი მოსახლეობით დასახლებული სოფელი აიაზმა, მოსახლეობის 2014 წლის აღწერით – 400 მოსახლეს ითვლის. მათგან არც თუ ისე შორს მდებარეობს სოფელი საყდრიონი, რომლის დემოგრაფიული ისტორია სოფლის რაიონული გამგეობის წარმომადგენელმა მერაბ ჯაყელიამ მოგვიყვა.მისი თქმით გვერდიგვერდ მდებარე სოფლების მოსახლეობა ერთმანეთს თითქმის არ ეკონტაქტება. ენობრივი ბარიერის გარდა, ურთიეთობა, წლების წინ სოფლების მოსახლეობას შორის მომხდარი დავის გამო უფრო გაუარესდა. სწორედ ამიტომ, ორი სოფლის მოსახლეობის დაახლოების პროქეტს, ავტორმა „დაგვიანებული მეგობრობა“ უწოდა.

ალიქ მედიასთანს საუბარში, პროექტის კოორდინატრომა სლავა მეჟდოიანმა აღნიშნა, რომ სამდღიანი პროექტის ფარგლებში 28 აპრილს სათამაშო მოედანი დამონტაჟდა, 29 აპრილს ორი სოფლის ახალგაზრდები სოფელ აიაზმაში შეხვდნენ ერთმანეთს. სოფელ საყდრიონის მოსწავლეებს გააცნეს სომხური კულტურა და რელიგია. გაუმასპინძლდნენ სომხური კერძებით.

30 აპრილს გაცნობითი ხასიათის ვიზიტით აიაზმას მოსახლეობა საყდიონში მიიწვიეს. ორი სოფლის დაახლოების სიმბოლოდ, სოფლების დამაკავშირებელი გზის მთელ გაყოლებაზე ხეები დაირგა.

მიუხედავად იმისა, რომ სოფელ აიაზმაში მშენებლობა საკმაოდ ორგანიზებულად მიმდინარეობდა, თვალში საცემი იყო მუშა ხელის ნაკლებობა. სკოლის სამეურნეო ნაწილის გამგის, არტურ ელოიანის თქმით, აიაზმას უფროსკლასელთაგან 16 მოსწავლე, სკოლების მობილიზაციის შედეგად, 3კილომეტრის მოშორებით მდებარე სოფელი ნარდევანის სკოლაში დადის.

ელოიანს ასევე დაახლოების პროგრამასთან დაკავშირებითაც გავესაუბრეთ:.

„ბავშვები ურთიერთობას დაამყარებენ ქართულენოვან მოსახლეობასთან და ენას უფრო მალე ისწავლიან . ხოლო, ის, რასაც აქ ვაშენებთ, ჯანმრთელობისთვის სასარგებლოა! სხვა რამით არ დაკავდებიან, დაკავდებიან სპორტით“.

Leave a Reply