სომხეთის პრეზიდენტი ბელარუსის სომხური თემის წარმომადგენლებს შეხვდა

29 ოქტომბერს, სომხეთის პრეზიდენტი არმენ სარგსიანი და მისი დელეგაცია, რომლიც ბელარუსში სამუშაო ვიზიტით იმყოფებიან, სომხური თემის წარმომადგენლებს შეხვდა.

შეხვედრაზე სომხეთ-ბელარუსის ურთიერთობებზე, ორმხრივ ეკონომიკურ და კულტურულ კავშირებზე და ამ კონტექსტში სომხური საზოგადოების როლზე, ასევე ერთობლივი პროგრამების განხორციელების შესაძლებლობაზე ისაუბრეს. ასევე განიხილეს სომხეთის და დიასპორის ურთიერთობებთან დაკავშირებული საკითხები.

არმენ სარგსიანმა აღნიშნა, რომ მინსკში დაგეგმილ მიუნხენის უსაფრთხოების ძირითადი ჯგუფის შეხვედრაზე სომხური დელეგაციის მონაწილეობა მნიშვნელოვანია, რადგან ქვეყანას საერთაშორისო ურთიერთობების ფონზე განვითარების შანსი ეძლევა.