სომხეთის პრეზიდენტი ალექსანდრე ლუკაშენკოს შეხვდა

30 ოქტომბერს, მინსკში სომხეთის პრეზიდენტი არმენ სარგსიანი ბელარუსის პრეზიდენტს ალექსანდრე ლუკაშენკოს შეხვდა.

სომხეთის პრეზიდენტის დელეგაცია ბელარუსში იმყოფება მიუნხენის უსაფრთხოების ჯგუფის შეხვედრაზე მონაწილეობის მისაღებად.

“კარგია, რომ ბელარუსში იმყოფებით. ხვალ ჩვენ გვაქვს მნიშვნელოვანი ღონისძიება უსაფრთხოების საკითხებზე, რომელიც უნდა ჩატარდეს მიუნხენის ჯგუფის ფარგლებში. თქვენი ვიზიტი მინსკში და ამ ღონისზიებაზე მონაწილეობა მეტყველებს, რომ სომხეთისთვის ეს მნიშვნელოვანია”, – განაცხადა ლუკაშენკომ.

ლუკაშენკომ აღნიშნა, რომ კოლეგა ქვეყნები აქტიურად ურთიერთობენ ეკონომიკურ სფეროში და ურთიერთთანამშრომლობისთვის ყოველთვის მზადყონას გამოხატავენ.