სამველ პეტროსიანი “პატრიოტთა ალიანსის” ახალქალაქის მერის კანდიდატი იქნება

9 სექტემბერს, პარტია  „პატრიოტთა ალიანსმა“ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში ახალქალაქის მერობის კანდიდატი წარადგინა.

სამველ პეტროსიანი, ყოფილი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატი 2012 – 2016 წლებში,   მიმდინარე წლის არჩევნებში ახალქალაქის მერობისთვის ოპოზიციური პარტია „პატრიოტთა ალიანსიდან“იბრძოლებს.

კანდიდატურის წარდგენისას მან ამომრჩევლებს სიტყვით მიმართა და იმედი გამოთქვა, რომ „ ჩვენი მოსახლეობა არ გაყიდის საკუთარ თავს 50 ან 100 ლარად.”

“ვფიქრობ, რომ მნიშვნელოვანია ისტორიული სამართლიანობის აღდგენა და სომხების გენოციდის აღიარება. ეს საკითხი პარლამენტში ჩვენი მხრიდან ხშირად იყო გახმოვანებული. ასევე საკრებულოში ჩვენი ინიციატივით შედგენილი იყო გენოციდის აღიარების გეგმა. სამწუხაროდ ზოგმა დესტრუქტიულმა ძალამ  ანტი-სომხური მიდგომა გამოიჩინა და სხდომის დროს  გენოციდის საკითხის განხილვის ნება არ მოგვცეს. გპირდებით, რომ თუ ჩვენ აგვირჩევთ უახლოეს მომავალში ახალქალაქის მუნიციპალიტეტი სომხეთა გენოციდს აღიარებს და დაგმობს,” მიმართა მან.

პეტროსიანმა ასევე ხაზი გაუსვა იმას, რომ საარჩევნო კოდექსში ცვლილებას პრო-აზერბაიჯანულ ნაბიჯად განიხილავს.

jnews.ge

Leave a Reply