საფეხბურთო კლუბი “დოვეღ”-ი იწვევს 15-დან 24 წლამდე ასაკის ფეხბურთელებს

ნოემბერიანის საფეხბურთო კლუბი “დოვეღ”-ი, რომელიც 2019 წელს სომხეთის საფეხბურთო ჩემპიონატის პირველ ლიგაში აპირებს მონაწილეობის მიღებას (რანგით მეორე ლიგა, უმაღლესი ლიგის შემდეგ).

ამ მიზნით საფეხბურთო გუნდი  იწვევს 15-დან 24 წლამდე ასაკის ფეხბურთელებს. უპირატესობა მიენიჭება ტავუშის რეგიონში, ასევე ლორეს რეგიონში, კონკრეტულად კი ალავერდის რაიონში მცხოვრებ მოთამაშეებს.

გუნდი ვარჯიშებს ჩაატარებს ქალაქ ნოემბერიანის საფეხბურთო სტადიონზე.

ჩვენ აქედანვე ვცდილობთ ვიყოთ გამჭვირვალე ჩვენს სამომავლო გეგმებსა და წინადადებებში, ამიტომ გთავაზობთ იმ პირობებს, რომელსაც გუნდში მოხვედრილი ფეხბურთელი მიიღებს:

პირველი: ის მოთამაშეები, რომლებიც ჩაირიცხებიან გუნდში და ამავდროულად ქალაქ ნოემბერიანიდან 30 კმ დაშორებით ცხოვრობენ, ისარგებლებენ გუნდის მიერ გამოყოფილი ტრანსპორტით.

მეორე: ის მოთამაშეები, რომლებიც ჩაირიცხებიან გუნდში და ამავდროულად ქალაქ ნოემბერიანიდან 100 კმ დაშორებით ცხოვრობენ, ადგილზე უზრუნველყოფილნი იქნებიან საცხოვრებელი ფართით.

მესამე: უცხო ქვეყნის მოთამაშეებს, რომელთაც აქვთ ჩვენს გუნდში ჩარიცხვის სურვილი, ასევე უზრუნველყოფილნი იქნებიან საცხოვრებელი ფართით.

მეოთხე: სომხეთის საფეხბურთო ჩემპიონატის პირველ ლიგაში (რანგით მეორე) მონაწილეობის სანაცვლოდ, გუნდს პირველ წელს ფეხბურთელებისთვის ანაზღაურება არ აქვს გათვალისწინებული. აღნიშნულის საპასუხოდ, გუნდში იმოქმედებს მოქნილი ბონუს-სისტემა. ფეხბურთელები მიიღებენ ფულად ანაზღაურებას გამარჯვების და ზოგჯერ ფრის დაფიქსირების შემთხვევაში.

მეხუთე: საფეხბურთო კლუბი სრულად დაფარავს ფეხბურთელის სავარაუდო დაშავების ან ტრამვის ხარჯებს.

მისაღებ კანდიდატთა სინჯები გაიმართება მიმდინარე წლის მარტის შუა რიცხვებში.

საფეხბურთო გუნდში მოხვედრის მსურველმა უნდა მისწერო კლუბს ელ-ფოსტაზე:   doveghfc@gmail.com ან ფეისბუქის გვერდზე:   Դովեղֆուտբոլայինակումբ/Dovegh Football Club.

დამატებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ:

კარენ ასატრიანი, საფეხბურთოკლუბი “დოვეღ”-ის ტრენერი, ტელეფონი: +374 93 24 24 86;

ვრეჟ აბოვიანი, საფეხბურთო კლუბი “დოვეღ”-ის ვიცე-პრეზიდენტი, ტელეფონი: +374 94 99 77 85;

თათულ ჰაკობიანი, საფეხბურთოკლუბისდამფუძნებელი, ტელეფონი: +374 91 42 64 35 ან +374 98 65 53 21.

საფეხბურთო კლუბი “დოვეღ”-ი