სერჟ სარგსიანმა საქართველოს პრეზიდენტს სამძიმრის წერილი გაუგზავნა

სომხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტმა სერჟ სარგსიანმა დღეს სამძიმრის დეპეშა გაუგზავნა საქართველოს პრეზიდენტს, გიორგი მარგველაშვილს, ქალაქ ტყიბულის მინდელის მაღაროში მომხდარ ჩამონგრევასთან დაკავშირებით, რომელმაც 6 ადამიანი იმსხვერპლა. 

პრეზიდენტმა ღრმა მწუხარება გამოთქვა და მხარდაჭერა გამოუცხადა გიორგი მარგველაშვილს, მეგობარ ქართველ ხალხს და თანაგრძნობა გამოხატა დაზარალებულთა ნათესავებისა და ახლობლების მიმართ.

Leave a Reply