კარენ კარაპეტიანმა ქართველ კოლეგას სამძიმრის წერილი გაუგზავნა

სომხეთის პრემიერ-მინისტრმა კარენ კარაპეტიანმა სამძიმრის დეპეშა გამოუგზავნა თავის  ქართველ  კოლეგას გიორგი კვირიკაშვილს, შახტაზე მომხდარ ჩამონგრევასთან დაკავშირებით, რომელსაც 6 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა.

„სომხეთის რესპუბლიკის მთავრობის და პირადად ჩემი სახელით სამძიმარს გიცხადებთ თქვენ და მეგობარ ქართველ ხალხს ტყიბულში შახტის ჩამონგრევის შედეგად მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით. ამ მძიმე ჟამს, ღრმა მწუხარებას გიცხადებთ თქვენ, დაზარალებულთა ოჯახებს, მათ ნათესავებსა, გამოვხატავთ ჩვენს მხარდაჭერას და თანაგრძნობას,” ნათქვამია წერილში.

Leave a Reply