მარნეულში სავარაუდოდ სანადირო თოფიდან შემთხვევით გასროლით მამაკაცი გარდაიცვალა

მარნეულში სავარაუდოდ სანადირო თოფიდან შემთხვევით გასროლით მამაკაცი გარდაიცვალა.
როგორც იუწყება marneulifm.ge, 50 წლამდე მამაკაცი თოფს ასუფთავებდა რა დროსაც ტყვიის გასროლა შემთხვევით მოხდა.

ის ე.წ. სარვანის დასახლებაში ცხოვრობდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 124-ე მუხლით დაიწყო, რაც გულისხმობს ჯანმრთელობის დაზიანებას გაუფრთხილებლობით.