გარდაიცვალა თბილისელი სომეხი მწერალი, თარჯიმანი ანაჰიტ ბოსტანჯიანი

68 წლის ასაკში, 8 იანვარს გარდაიცვალა თბილისელი სომეხი მწერალი, თარჯიმანი ანაჰიტ ბოსტანჯიანი.

„ქართული კულტურის ელჩის“ წოდების მფლობელი მწერალი რომელსაც დიდი როლი ჰქონდა ქართული და სომხური ლიტერატურების დაახლოვების საქმეში. ის 30-ზე მეტი წიგნის ავტორია (როგორც თარჯიმანი და პოეტი).

ანაჰიტ ბოსტანჯიანი თბილისის გამომეცემლობა „მერანის“  სომხურენოვანი ნაწილის რედაქტორია, „კამურჯ“ წელიწდეულის მთავარი რედაქტორი, გაზეთ „ვრასტანის“ განყოფილების ხელმძღვანელებიდან ერთ-ერთი, სომხეთის ოქრო ოქროიანის სახელობის ფონდის საქართველოს წარმომადგენელი, საქართველოსა და სომხეთის მწერალთა კავშირის წევრი.

აჰანიტ ბოსტანჯიანი მრავალი ჯილდოსა და სიგელის მფლობელია, ვაჟა-ფშაველას პრემიის, საქართველოს ღირსების ორდენის მფლობელი, ნიკო ნიკოლაძის სახელობის პრიზიორი (სარედაქციო და პუბლიცისტური საქმიანობისთვის), სომხეთის რესპუბლიკის მოვსეს ხორენაცი მედალისა და სომხეთის რესპუბლიკის კულურის სამინისტროს ოქროს მედალის მფლობელი, სომხეთის რესპუბლიკის დიასპორის სამინისტროს „ჰაკობ მეღაპარტ“ მედალის მფლობელი.  საქართველოს კულტურის ელჩი.

ანაჰიტ ბოსტანჯიანი ბოლო რამოდენიმე თვის განმავლობაში შემოუერთდა „ალიქ მედიას“ სარედაქციო კოლექტივს.

ალიქ მედია უთანაგრძნობს გამოჩენილი მწერლის ოჯახის წევრებს, ახლობლებსა და მეგობრებს.

Leave a Reply