აზერბაიჯანმა “სპაიკ” რაკეტები და ნაღმტყორცნები გამოიყენა: მთიანი ყარაბაღის თავდაცვის არმია (ვიდეო)

22 ოქტომბერს, აზერბაიჯანის შეიარაღებულმა ძალებმა შეთანხმება, რომელიც სომხეთისა და აზერბაიჯანის პრეზიდენტების ჟენევის მოლაპარაკებებზე ეუთო-ს მინსკის ჯგუფის შუამავლების მიერ გამართული შეხვედრის დროს დაიდო დაარღვია. მათ საარტილერიო იარაღი ჩრდილო-აღმოსავლეთით (მარტაკერტ-მატაღის) საკონტაქტო ხაზის მიმართულებით გამოიყენეს, 5 ნაღმტყორცნიდან ისროლეს და ერთი ტანკ-საწინააღმდეგო სარაკეტო “სპაიკი” გამოიყენეს.

ბაქო არ ასრულებს კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების შესახებ მიღწეულ შეთანხმებას და დესტრაქციული პროვოკაციების მეშვეობით ვითარების დესტაბილიზაციისკენ მიდის, აღნიშნავს მთიანი ყარაბაღის თავდაცვიის არმია.

საერთაშორისო საზოგადოების, კერძოდ, ეუთო-ს მინსკის ჯგუფის მიერ აზერბაიჯან-არცახის კონფლიქტის მშვიდობიან მოგვარების პროცესის ეფექტურად განხორციელების აუცილებლობის გათვალისწინებით, არცახის შეიარაღებული ძალაბმა თავი შეიკავეს საპასუხო ქმედებებისაგან.

Leave a Reply