ახალქალაქში კარტოფილის მოსავალს იღებენ

ახალქალაქში ზამთრისთვის ემზადებიან. ჯავახეთის სოფლების მოსახლეობა მთელს დღეს მინდვრებში ატარებენ, კარტოფილის მოსავლის ასაღებად. დიდები და პატარები, ბავშვები და მშობლები, ყველანი დილიდან საღამომდე ნაკვეთებში არიან გასულები, რომ თოვლის მოსვლამდე მოასწრონ მოსავლის აღება.

ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, ჯავახეთში დასაქმების ყველაზე დიდი პროცენტი სოფლის მეურნეობაზე მოდის. ეს არის ერთადერთი რეგიონი საქართველოში, რომელიც აწარმოებს სტაბილურ და პოტენციურად დიდი რაოდენობით კარტოფილს. შარშან პირველად “ახალქალაქის კარტოფილის” ბრენდი დარეგისტრირდა.

ჯავახეთის ერთ-ერთ ფერმერის თქმით, მათ შესთავაზეს დაზღვევა კარტოფილისთვის. ნაწილმა შეთავაზება არ მიიღო, მაგრამ ფერმერს გაუმართლა და უამინდობის გამო მოსავალში 2000 ლარი აიღი, ხოლო დაზღვევამ მას 10000 ლარი დაუმატა. მისი თქმით, კარგია რომ სახელმწიფო აძლევს ასეთ საშუალებას და მათი სამუშაო ტყუილად არ იკარგება.

 

Leave a Reply