ერევანში საპროტესტო აქციები გრძელდება

29 აპრილს, სომხეთში საპროტესტო მოძრაობა „ჩემი ნაბიჯის“ ხელმძღვანელმა ნიკოლ ფაშინიანმა თავის მხარდამჭერებს აცნობა, რომ სამოქალაქო დაუმორჩილებლობის საყოველთაო მშვიდობიანი აქციები გრძელდება და დემონსტრანტებს მოუწოდა სომხეთის დედაქალაქში გზები გადაკეტონ.
“მიუხედავად იმისა, რომ პოლიტიკური სიტუაცია ერთსა და იმავე ადგილას არ გაჩერებულა და ჩვენ გარკვეული წინსვლა გვაქვს, მოგიწოდებთ, რომ 12:00 სთ-ზე გზები გადავკეტოთ, ხოლო 16:00 სთ-ზე გავხსნათ, რათა ჩვენმა მოქალაქეებმა შეძლონ რესპუბლიკის მოედანზე მოსვლა, მიტინგში მონაწილეობის მისაღებად, რაც მეტად მნიშვნელოვანია. ჩვენ უნდა ვაჩვენოთ ჩვენი სიმტკიცე,“-Facebook-ის პირდაპირ ეთერში განაცხადა ფაშინიანმა.
მან აღნიშნა, რომ 17 საათზე დაიწყება მორიგი მსვლელობა საფრანგეთის მოედნიდან რესპუბლიკის მოედნის მიმართულებით. ხოლო 19:00 სთ-ზე რესპუბლიკის მოედანზე გაიმართება რიგითი საპროტესტო აქცია.
შეგახსნებთ, რომ ერევანში დემონსტრაციები მარტის ბოლოდან დაიწყო. ოპოზიცამ და მისმა მხარდამჭერებმა პრემიერ-მინისტრის სერჟ სარგსიანის გადადგომას მიაღწიეს. თუმცა, როგორც ფრაქცია „ელქის“ წევრი ნიკოლ ფაშინიანი ამბობს, საყოველთაო დაუმორჩილებლობის აქციები გაგრძელდება, ვიდრე სომხეთის პრემიერად ოპოზიციის კანდიდატს არ აირჩევენ.

Leave a Reply