სომხეთმა კულტურული ვანდალიზმის თავიდან ასაცილებლად საერთაშორისო ორგანოებს მიმართა

სომხეთის რესპუბლიკის განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო ამ დღეებში  მუდმივ კონტაქტშია იუნესკოს  და კულტურული ღირებულებების დაცვის საკითხებზე მომუშავე ორგანიზაციებთან და არცახში  საფრთხის წინაშე მდგარ სომხეთის ისტორიულ-კულტურული მემკვიდრეობისა და არქეოლოგიურ ძეგლებზე მათი ყურადღების გამახვილებას ცდილობს. 

სომხეთის რესპუბლიკის განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო აცხადებს, რომ აზერბაიჯანის დაქვემდებარებულ ტერიტორიებზე მრავალი რელიგიური და ცივილიზაციური მნიშვნელობის სტრუქტურაა, ძეგლები, ხელოვნების სხვადასხვა ნიმუშები, უძველესი ადგილები, რომელთა დაცვის საკითხი საფრთხის წინაშე დგას.

აზერბაიჯანის მიერ ადრე კულტურული მემკვიდრეობის ღირებულებების განზრახ განადგურების (უკვე არსებობს ვანდალიზმის მტკიცებულებები ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ყაზანჩეცოცის ეკლესიის შემთხვევაში), აგრეთვე გაეროს და ევროსაბჭოს ვალდებულებების დარღვევის გათვალისწინებით, სომხეთის განათლების და კულტურის სამინისტრომ საერთაშორისო ორგანიზაციებს აზერბაიჯანული ვანდალიზმის მანიფესტაციების თავიდან აცილების და დაგმობის მიზნით, მათი მისიის შესრულების, აქტიური და გადამწყვეტი ზომების მიღების თხოვნით მიმართა”, – ნათქვამია განცხადებაში.