აშშ-ს სახელმწიფო მდივანი: მოვუწოდებთ ხელისუფლებას, მშვიდობიანად გადადგეს

შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა ჰეზერ ნაუერთმა განაცხადა, რომ უახლოეს დღეებში სომხეთისა და ხალხის მიერ არჩეული ლიდერებს შესაძლებლობა აქვთ, დაიწყონ ახალი მთავრობის ჩამოყალიბების პროცესი, ამის შესახებ იუწყება ამერიკის ხმა.

“ჩვენ მოვუწოდებთ ყველა მხარეს, მიიღოს კონსტრუქციული პოზიცია და განახორციელოს ხელისუფლების მშვიდობიანი გადაცემა სომხეთის კონსტიტუციით და კანონის უზენაესობის წესით. ჩვენ ველით, რომ მჭიდროდ ვითანამშრომლებთ ახალ მთავრობასთან, იმის გათვალისწინებით, რომ აშშ-სა და სომხეთის საერთო ინტერესების ბევრი სფერო და მიმართულებები აქვს. როგორც სომხეთის მეგობარი და პარტნიორი, მოვუწოდებთ სომეხ ხალხს დიალოგისკენ, რათა შექმნან სუვერენული სახელმწიფოს დემოკრატიული და მშვიდობიანი მომავალი “, – განაცხადა მან.

Leave a Reply