ენზელ მკოიანმა ხმა მისცა კანდიდატს, რომელსაც მხარს უჭერს მმართველი პარტია – Parvana TV

ნინოწმინდის ტელეკომპანია “Parvana TV”-იმ  “ენზელ მკოიანმა ხმა მისცა კანდიდატს, რომელსაც მხარს უჭერს მმართველი პარტია” სათაურით ვიდეო გაავრცელა.

ვიდეოში ჩანს, როგორ მიდის პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატი ენზელ მკოიანი საარჩევნო უბანზე ხმის მისაცემად.

“ჩევნთან საუბარში პარლამენტის დეპუტატმა განაცხადა, რომ მან აირჩია კანდიდატი, რომელიც მზად არის იყოს ხალხის გვერდით, მოუსმინოს მათ მოთხოვნას,” – ნათქვამია რეპორტაჟში.

“მე, რომელსაც დეპუტატპობის 20 წლიანი გამოცდილება მაქვს ჩემი ხალხის გვერდით ვარ. დარწმუნებული ვარ ახალქალაქის და ნინოწმინდის რაიონებში 70 %-მა მიიღო მონაწილეობა. მე ჩემი ხალხის გვერდით ვარ და ჩემი ხალხის კანდიდატს მივეცი ხმა.

მიუხედავად იმისა, რომ სალომე ზურაბიშვილი დამოუკიდებელი კანდიდატია, მაგრამ მას მხარს უჭერს პარტია “ქართული ოცნება”, დარწმუნებული ვარ, რომ ისინი დადგებიან ზურაბიშვილის გვერდით. მაგრამ, მე არ ვიტყოდი, რომ ასე მოიქცევა ეთნიკური უმცირესობა. დღეს საქართველოში არიან ეთნიკური უმცირესობები, რომლებიც ხმას არ მისცემდნენ სალომე ზურაბიშვილს, მაგრამ ჩვენ, ჯავახეთის სომხებმა ხმა მივეცით ზურაბიშვილს, დარწმუნებული ვარ ამაში”, – აცხადებს მკოიანი.

მკოიანმა აღნიშნა, რომ “კარგი იქნება, რომ პრეზიდენი იყოს განათლებული, იცოდეს ბევრი ენა, ჭკვიანი და დიპლომატიური გამოცდილება ჰქონდეს”.  დეპუტატი არ აკონკრეტებს, “ბევრ ენაში” სახელმწიფო ენის ცოდნაც შედის თუ არა, რადგან ცნობილი ფაქტია, რომ სალომე ზურაბიშვილი კარგად არ ფლობს ქართულს.