ახალი გუბერნატორის ვიზიტი სამცხე-ჯავახეთში

4 სექტემბერს, სამცხე-ჯავახეთის ახლად დანიშნული გუბერნატორი ბესიკ ამირანაშვილი ოფიციალური ვიზიტით ახალქალაქსა და ნინოწმინდაში იმყოფებოდა.

ახალქალაქში გუბერნატორი  მერს, მერიის თანამშრომლებს, საკრებულოს თავმჯდომარეს და დეპუტატებს შეხვდა.

ახალქალაქის ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა გუბერნატორს გააცნეს რაიონში არსებული პრობლემები, მათ შორის, ასფალტირების, წყალგაყვანილობის, ნარჩენების გატანის, სკოლის შენობის, ტურიზმის, საზღვრისპირა სოფლებში ხშირი ქურდობის საკითხები.

გუბერნატორი ასევე ეწვია ახალქალაქის ჟვანიას სახელობის საჯარო სკოლას.

ახალქალაქის შემდეგ  ბესიკ ამირანაშვილი ნინოწმინდაში გაემგზავრა.