ახალციხე-ნინოწმინდის საავტომობილო გზა შეკეთდება

საქართველოს სატრანსპორტო დეპარტამენტის განცხადებით, 2018 წელს ახალციხე-ნინოწმინდის მაგისტრალის 112  კილომეტრიანი მონაკვეთი შეკეთდება.

ახალქალაქ-ახალციხის საავტომობილო გზა, რომელიც ასფალტის საფარის გარეშეა, სავალალო მდგომარეობაშია. მძღოლები ჩივიან, რომ გზაზე გადაადგილება უჭირთ და იმდენად მძიმე სიტუაციაა, რომ მანქანებს აზიანებს, ასევე იზღუდება მოძრაობის დრო. ამჟამად, ახალციხე-ნინოწმინდის გზის 70-86-ე კილომეტრზე და ხაშური-ახალციხე-ვალე გზის 79-80-ე კილომეტრის მონაკვეთში დაპროექტების სამუშაოები მიმდინარეობს, რის შემდეგ უკვე დაიწყება გზის შეკეთების სამუშაოები.

წელს ასევე იგეგმება კოდა-ფარწხისი-მანგლისი-ნინოწმინდის გზის შეკეთება.

Leave a Reply