სომხეთის პარლამენტის დეპუტატთა 1/3-მა პრემიერ-მინისტრის კანდიდატად ნიკოლ ფაშინინი აირჩია

30 ოქტომბერს, ეროვნული ასამბლეის დეპუტატთა 1/3-მა პრემიერ-მინისტრის კანდიდატად ნიკოლ ფაშინინი აირჩია. ამის შესახებ”armtimes.com-თან საუბრის დროს პარტია “ელქის” პარტიის ლიდერმა ლენა ნაზარიანმა განაცხადა.

ლენა ნაზარიანის ინფორმაციით, ნიკოლ ფაშინინის კანდიდატურა წარადგინეს “ელქის”, “წარუკიანის” და სომხეთის რესპუბლიკური პარტიის პოლიტიკური გუნდებიდან გამოყოფილმა დეპუტატებმა. დოკუმენტს ხელი მოაწერა 40-მა დეპუტატმა.

აღსანიშნავია, რომ პრემიერ-მინისტრის კანდიდანტების წარდგენის ბოლო ვადა 30 ოქტომბრის 18:00 საათამდე იყო. ეს პრემიერის არჩევის მეორე ეტაპია. არჩევნების კონკრეტულ თარიღზე და დროზე, ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარე არა ბაბლოიანი განაცხადებს.

შეგახსენებთ, რომ ერთი კვირის წინ ნიკოლ ფაშინიანის კანდიდატურა პარლამენტმა არ აირჩია, რადგან პოლიტიკურმა პარტიებმა არჩევანზე არ მიიღეს მონაწილეობა და ეს პროცესი ხორციელდება ეროვნული ასამბლეის კანონმდებლობით.