აზერბაიჯანი საქართველოს სომხების მიმართ სიძულვილის შემცველ ლიტერატურას აწვდის

აზერბაიჯანი საქართველოს ბიბლიოთეკებს აწვდის სომხების მიმართ სიძულვილის შემცველ წიგნებს. მიუხედავად იმისა, რომ ბიბლიოთეკები ამაში რაიმე პრობლემას ვერ ხედავენ, მაგრამ ზოგიერთი აზერბაიჯანელი საქართველოში შიშობს, რომ ამან შეიძლება ხელი შეუწყოს ეთნიკური დაძაბულობის დანერგვას. ამის შესახებ იუწყება კავკასიის საინფორმაციო ცენტრი OC Media.

აღინიშნება, რომ საქართველოს ქალაქ მარნეულის ბიბლიოთეკაში  სომხების მიმართ სიძულვილით,ტერიტორიული პრეტენზიებით სავსე წიგნმა გააკვირვა მარნეულში მცხოვრები აზერბაიჯანელიც კი.

“როცა ვეწვიე მარნეულის ბიბლიოთეკას, მე ვნახე აზიზ ალაქბარლის მიერ დაწერილი წიგნი “დასავლეთ აზერბაიჯანის ძეგლების” შესახებ. ვიფიქრე, წიგნი უნდა იყოს აზერბაიჯანის დასავლეთით ისტორიული ძეგლების შესახებ. მაგრამ წიგნის წაკითხვის შემდეგ ნათელი გახდა, რომ წიგნი სომხეთის ტერიტორიაზე არსებული ძეგლების შესახებაა. წიგნში მოიცავდა სომხების მიმართ მტრობის ელემენტებს”, – განაცხადა საქართველოს აზერბაიჯანელმა იმრან ჯაფაროვმა.

ბიბლიოთეკაში არსებობს სხვა პროპაგანდისტული მასალა, რომელიც შეიძლება დაიყოს სამ ჯგუფად: სომხეთსა და სომხეთთან მიმართებაში სიძულვილის ენა, ირანის წინააღმდეგ სეპარატისტულ დატერიტორიულ პრეტენზიებში მხარდაჭერა და ილჰამ ალიევის ოჯახის პროპაგანდა.

ბიბლიოთეკაში ასევე არის წიგნი სახელწოდებით “სომხები და ფაქტები”, რომლებიც, სტატიის მიხედვით, ყოველ გვერდზე სომხებისადმი უკიდურეს სიძულვილს ავრცელებს.

ეს გამოცემა გამოქვეყნდა აზერბაიჯანის კულტურისა და ტურიზმის სამინისტროს ბრძანებით.