რა ღონისძიებებია დაგეგმილი თბილისში საახალწლოდ. ვიდეო

28 დეკემბრიდან 13 იანვრის ჩათვლით პირველი რესპუბლიკის მოედანზე, თბილისის მერიის მიერ ორგანიზებული საახალწლო ღონისძიებები გაიმართება. მერიამ ღონისძიებების პროგრამა Facebook-ზე გამოაქვეყნა.

პატარებისთვის ყოველდღიურ აქტივობებს შორის დაგეგმილია: საშობაო ბაზრობა, ყინულის მოედანი, დისტანციური მინი ავტომობილების პარკი, საშობაო ვორქშოფი, საშობაო წისქვილი-კოშკი, ზღაპრის გმირები, ღია კინოთეატრი, თოვლის ბაბუის სახლი და ფოტოზონა თოვლის ბაბუასთან ერთად, გასტრონომიული მარკეტი, სახეზე მოხატვა.

გაიმართება მაკნატუნების მარში, მოძრაობის თეატრის მსვლელობა, თოჯინების თეატრი, ბასტი და ბუბუს კონცერტი. ასევე ყოველდღიურად დაგეგმილია სხვადასხვა მომღერლისა თუ მუსიკალური ჯგუფის კონცერტი. საღამოს კი მუსიკალურად დი ჯეი გააფორმებს.

ღონისძიებების პროგრამა დეტალურად შეგიძლიათ იხილოთ ამ ბმულზე.

თბილისის მერიის საახალწლო ღონისძიებები

28 დეკემბრიდან 13 იანვრის ჩათვლით პირველი რესპუბლიკის მოედანზე, თქვენთვის და თქვენი პატარებისთვის მოწყობილ საახალწლო ქალაქში გელით, სადაც დაგხვდებათ ყოველდღიური მრავალფეროვანი პროგრამა!ერთად ვიზეიმოთ სიყვარულით სავსე ახალი წელი!იხილეთ ვრცლად – https://goo.gl/M3dZWq

Posted by თბილისის მერია / Tbilisi City Hall on Wednesday, December 26, 2018