სომხეთის პრეზიდენტი და პრემიერ-მინისტრი ელტონ ჯონს შეხვდნენ

28 მაისს, სომხეთის პრეზიდენტს არმენ სარგსიანს და პრემიერ-მინისტრს ნიკოლ ფაშინინს ცნობილ მომღერალთან ელტონ ჯონთან, რომელიც სომხეთში საქველმოქმედო პროექტში მონაწილეობისთვის იმყოფება,  ერთობლივი ვახშამი ჰქონდათ.

ელტონ ჯონი სომხეთში პრეზიდენტის მოწვევით იმყოფება და 28 მაისს  Starkey Hearing Technologies-ის დირექტორთან უილიამ ოსტინთან  ერთად”ჩემი სიყვარული ერევანი”ფონდის მიერ ჯანმრთელობის პრობლემების მქონე ბავშვებს მიძღვნილ ღონისძიებაში მიიღებს მონაწილეობა.

სომხეთის პრეზიდენტის საზოგადოებასთან ურთიერთობისა და მედიის დეპარტამენტის ინფორმაციის მიხედვით, საქველმოქმედო აქციის ფარგლებში სომხეთის ბავშვთა სარეაბილიტაციო ცენტრში ქვეყნის სხვადასხვა რაიონისა და არცახიდან სმენადაქვეითებულ ბავშვებს სათანადო მოწყობილობები გადასცეს.

საქველმოქმედო აქცია 3 დღე გაგრძელდება, რომლის განმავლობაში  Starkey Hearing Technologies ფონდის მიერ  სმენადაქვეითებულ ბავშვებს ადა უფროსებს 2500  სმენის აპარატები გადაეცემა.

Leave a Reply