აშშ-ს ელჩი – 1915 წელს მომხდარი მე-20 საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე საშინელი დანაშაულია

ამერიკის შეერთებული შტატები არ უარყოფს ამ ისტორიულ ფაქტს. ამის შესახებ სომეხთა გენოციდის მემორიალთან, წიწერნაკაბერდის მემორიალურ კომპლექსში, სომხეთში აშშ-ის ელჩმა ლინ თრეისინმა განაცხადა.

ელჩმა აღნიშნა, რომ რაც მოხდა 1915 წელს მე -20 საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე საშინელი დანაშაული იყო.

„დღეს ჩვენ ვიხსენებთ და პატივს მივაგებთ. ჩემი დამტკიცებისას ამერიკის შეერთებულ შტატებში აღვნიშნე და კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, რომ შეერთებული შტატები არ უარყოფს ისტორიულ ფაქტს“, – აღნიშნა ელჩმა.

საგულისხმოა, რომ ამერიკის შეერთებული შტატების 50-დან 49 შტატმა სომეხთა გენოციდი აღიარა.