ახალციხეში გენოციდის 102–ე წლისთავს აღნიშნავენ (ფოტო, ვიდეო)

შეძახილებით: „აღიარე“, „მკვლელი თურქები”, ასევე, ხმის გამაძლიერებლებით ჩართული მუსიკებით, ანთებული ჩირაღდნებითა და სომხეთის დროშებით, ახალციხეში მცხოვრებმა სომეხი ეროვნების მოქალაქეებმა გენოციდის 102–ე წლისთავის აღნიშვნა დაიწყეს.

დღეს, 23 აპრილს, საღამოს, სომეხი ეროვნების მოქალაქეები ტრადიციულად, ახალციხეში, რაბათის უბანში მდებარე გრიგოლ განმანათლებლის სახელობის სომხურ ეკლესიაში შეიკრიბნენ და გენოციდის დროს დაღუპულთა მოსახსენიებელი პარაკლისი გადაიხადეს.

ღვთისმსახურების დასრულების შემდეგ, 20:00 საათიდან, დაიწყო მსვლელობა ტაძრიდან აბის დასახლებისკენ, სადაც გენოციდის მსხვერპლთა მემორიალის დგას.

წვიმისა და ძლიერი ქარის მიუხედავად, მსვლელობაში ასობით ადგილობრივი მონაწილეობდა, მათ შორის, ქალები და ბავშვები. მსვლელობის მონაწილეთა ნაწილი მემორიალისკენ ფეხით, ნაწილი კი მსუბუქი ავტომობილებით მიემართებოდა. ტაძრიდან მემორიალამდე, რამდენიმე კილომეტრი, შეკრებილებმა ანთებული ჩირაღდნებით გაიარეს.

მსვლელობის მონაწილეთა უსაფრთხოებას, საპატრულო პოლიციის სამსახური იცავდა. მონაწილეებს ხელი რომ არ შეშლოდათ, ქალაქის ცენტრალურ გზაზე, რამდენიმე ადგილას, სამართალდამცველებს, დროებით, გზა გადაკეტილი ჰქონდათ.

აბში, იქ სადაც მემორიალი დგას და სადაც, ტრადიციულად, ამ დროს საბურავებს წვავენ, უსაფრთხოების მიზნით სახანძღო სამსახური იყო მობილიზებული. სახანძრო მანქანები გასულ წლებში არ ყოფილა, თუმცა, როგორც “სამხრეთის კარიბჭეს” განუმარტეს, წელს ამის აუცილებლობა ძლიერმა ქარმა გამოიწვია.

ახალციხეში მცხოვრები ეთნიკურად სომეხი მოსახლეობა გენოციდს მსგავსი მსვლელობით 1987 წლიდან აღნიშნავს. აბის დასახლებაში გენოციდის მსხვერპლთა მემორიალი 2001 წელს დაიდგა.

გენოციდის შესახებ

ეთნიკური სომხების მასობრივი დეპორტაციის დაწყების თარიღად 1915 წლის 24 აპრილი ითვლება, როდესაც ხელისუფლებამ 250–მდე სომეხი ეროვნების ინტელექტუალი და თემის ლიდერი ჯერ დააპატიმრა, შემდეგ კი სიკვდილით დასაჯა.

ახალციხეში გენოციდის 102–ე წლისთავს აღნიშნავენ [Photo/Video]სომხები, რომლებიც ოსმალთა იმპერიის არმიაში მსახურობდნენ, განაიარაღეს და მოკლეს, კონფისკაცია გაუკეთეს მათ ქონებასაც.

ახალციხეში გენოციდის 102–ე წლისთავს აღნიშნავენ [Photo/Video]პროცესი 1918 წლის სექტემბრამდე გაგრძელდა. სომხური მხარე ამბობს, რომ სამი წლის განმავლობაში 1,5 მილიონზე მეტი ადამიანი დაიღუპა.

ახალციხეში გენოციდის 102–ე წლისთავს აღნიშნავენ [Photo/Video]თურქეთი მიიჩნევს, რომ დაღუპულთა რიცხვი ბევრად ნაკლებია. ასევე, უარყოფს ტერმინს – “გენოციდი”. თურქული მხარე აცხადებს, რომ ეთნიკურ სომეხთა უმრავლესობა პირველი მსოფლიო ომის დროს სამხედრო შეტაკებებს შეეწირა, ისევე როგორც ათასობით ეთნიკურად თურქი.

ახალციხეში გენოციდის 102–ე წლისთავს აღნიშნავენ [Photo/Video]გენოციდის დროს დაღუპულები სომხურმა ეკლესიამ 2015 წელს წმინდანად შერაცხა.

ახალციხეში გენოციდის 102–ე წლისთავს აღნიშნავენ [Photo/Video]საქართველოს სომეხთა გენოციდი ოფიციალურად აღიარებული არ აქვს.

ახალციხეში გენოციდის 102–ე წლისთავს აღნიშნავენ [Photo/Video]სომეხი ეროვნების მოქალაქეები ყოველ წელს იტხოვენ თურქეთისგან, აღიაროს სომეხთა გენოციდი. ისევე, როგორც ამას ითხოვენ საქართველოსგან.

ახალციხეში გენოციდის 102–ე წლისთავს აღნიშნავენ [Photo/Video]წელს, 14 აპრილს საქართველოში მოქმედმა სომხურმა საერო-საზოგადოებრივმა ორგანიზაციებმა მიმართეს საქართველოს პარლამენტს, პრეზიდენტსა და პრემიერ-მინისტრს გენოციდის საკითხის განხილვის მოთხოვნით.

[ნინო ნარიმანიშვილი, ოთარ აწყურელი, ახალციხე]

სტატია: sknews.ge.

Leave a Reply