სომეხი და აზერბაიჯანელი აბიტურიენტების ნაწილმა განათლების სამინისტროსთან აქცია გამართეს

ეთნიკურად სომეხმა და აზერბაიჯანელმა აბიტურიენტების ნაწილმა განათლების სამინისტროსთან, 5 ოქტომბერს აქცია გამართა.

მათი თქმით, წელს ეროვნულ გამოცდებზე დაწესებული მინიმალური ბარიერი გადალახეს, თუმცა ამის მიუხედავად, უმაღლეს სასწავლო დაწესებულებაში მაინც ვერ მოხვდნენ.

აქციის მონაწილების თქმით, აბიტურიენტთა რეგისტრაციისას მხოლოდ სამი უნივერსიტეტი მიუთითეს, ვინაიდან არ ჰქონდათ ინფორმაცია, რომ სამზე მეტი უნივერსიტეტის მითითების შესაძლებლობა ჰქონდათ.

ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელი აბიტურიენტები ითხოვენ, სხვადასხვა უნივერსიტეტში დარჩენილ ვაკანტურ ადგილებზე გადანაწილდნენ.

„თხოვნაა, რომ ჩვენ დავიწყოთ სწავლა ქართულ უნივერსიტეტებში უკეთ ვისწავლოთ ქართული ენა და ლიტერატურა და ჩვენი სამშობლოსთვის გავაკეთოთ ბევრი რამ“-ამბობს აბიტურიენტი პერვინ ვალიევი.

განათლების სამინისტროს ამ თემაზე კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია.