სომხეთ-რუსეთის სამხედრო შეთანხმება ყარაბაღს არ შეეხება

სომხეთის პარლამენტმა “სომხეთის რესპუბლიკასა და  რუსეთის ფედერაციას შორის სომხეთის შეიარაღებული ძალებისა და რუსეთის შეიარაღბული ძალების საერთო ჯგუფის შექმნის შესახებ“ შეთანხმების რატიფიცირების პროექტი განიხილა.

ძირითადმა მომხსენებელმა თავდაცვის ვიცე-მინისტრმა არტაკ ზაქარიანმა აღნიშნა, რომ შეთანხმების მიზანია სომხეთისა და რუსეთის შეიარაღებულ ძალებს შორის ნორმატიული სამართლებრივი ბაზის სრულყოფა, სამხედრო-პოლიტიკური მდგომარეობის ანალიზი, შემადგლობასა და გამოყენებასთან დაკავშირებული პრობლემების საერთო დაგეგმვა.

პარტია „დაშნაკცუთიუნის“ დეპუტატმა აღვან ვარდანიანმა სხდომაზე იკითხა, რამდენად ეხება ეს შეთანხმება მთიანი ყარაბაღის საზღვრების უსაფრთხოების უზრუნველყოფას.

“შეთანხმებით გათვალისწინებულია გაერთიანებული მოქმედებები, გადაწყვეტილებების მიღბა და შეიარაღბული ძალების გამოყენება სომეთისა და რუსეთის ტერიტორიაზე საფრთხისა და აგრესიის შემთხვევაში “– აღნიშნა ვიცე-მინისტრმა.

„ანუ მხოლოდ სომხეთის ტერიტორიის მიმართ აგრესიის ან სამხედრო მოქმედებების გამოყენების შემთხვევაში“ – დაამატა მან.

Leave a Reply