სომხეთის ჯანდაცვის სამინისტროს დელეგაცია ოფიციალური ვიზიტით ბელორუსში იმყოფება

დელეგაცია სომხეთის ჯანდაცვის მინისტრის არსენ თოროსიანის ხელმძღვანელობით ორდღიანი ოფიციალური ვიზიტით ბელორუსში გაემგზავრა. ვიზიტის ფარგლებში გაიმართება შეხვედრა ბელორუსის ჯანდაცვის წარმომადგენლებთან და ამ დარგის სხვა პასუხისმგებელ პირებთან.
დღის წესრიგის მთავარ თემებს წარმოადგენს: ტრანსპლანტაცია, ონკოლოგია, კარდიოვასკულური ქირურგია, დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობის დაცვა, ასევე ნარკოპოლიტიკა, სამედიცინო პრეპარატების იმპორტი, წარმოება და სხვა.
ორდღიანი ვიზიტის განმავლობაში არსენ თოროსიანი სამედიცინო დაწესებულებს ეწვევა ჰეპატიტის, აივ / შიდსის, სკლეროზისა და ონკოლოგიური დაავადებების დროს გამოყენებული სამკურნალო მეთოდების გაცნობის მიზნით.