28 იანვარს სომხეთის შეაიარაღებული ძალების დღე აღინიშნება

სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანმა პრეზიდენტ არმენ სარქისიანთან, სრულიად სომეხთა კათოლიკოს გარეგინ მეორესთან და მთავრობის მაღალი ეშელონის წარმომადგენლებთან ერთად, დღევანდელ დღეს, 28 იანვარს პატივი მიაგო საკუთარი სამშობლოსათვის თავგანწირულ სომეხთა ხსოვნას.

პრემიერ-მინისტრმა ყვავილებით შეამკო მეთაურ ვაზგენ სარქსიანის, მეთაურ ანდრანიკის და ბრძოლაში დაცემული სხვა მებრძოლების მემორიალი.

ფაშინიანი ასევე გაეცნო იერებლურის სამხედრო პანთეონში მიმდინარე სამშენებლო სამუშაოებს.

სომხეთის რესპუბლიკა და საზღვარგარეთ მყოფი სომხები 28 იანვარს, სომხეთის არმიის დაარსების 27-ე წლისთავს აღნიშნავენ.